პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ: ფილტრიანი სიგარეტის ან ელექტრონული სიგარეტის მწეველებს, ასევე მწეველ ორსულებს;
ფორმა: დისტანციური, ინდივიდუალური.
მეთოდის არსი: მოწევასთან დაკავშირებული ქცევის კორექცია.
პროგრამა ახდენს უშუალოდ მოწევასთან დაკავშირებული ჩვევების განეიტრალებას და მოწევის მიმართ ორგანიზმის დამოკიდებულების ცვლილებას; რის შედეგადაც თუ მოწევა ადრე მწეველისთვის იყო მისაღები, პროგრამის შედეგად მოწევა ხდება მიუღებელი, ხშირ შემთხვევაში კი - აუტანელი;
როგორც ცნობილია, ფსიქოლოგიური დამოკიდებულება მართავს მწეველის მოწევასთან დაკავშირებულ პროცესს, ხოლო ფიზიკური დამოკიდებულება უზრუნვეყოფს ამ დამოკიდებულების განმტკიცებას და განვითარებას უშუალოდ მოწევის გზით;
ყოველივეს გათვალისწინებით, ,,წარმატების ფორმულა" ითვალისწინებს ორივე სახის დამოკიდებულების წინააღმდეგ ეფექტური ფორმების განვითარებას და ამ გზით უზრუნველყოფს ნიკოტინზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური დამოკიდებულების ჩანაცვლებას ნიკოტინის მიუღებლობით - როგორც ფიზიკურ, ასევე ფსქოლოგიურ ასპექტში;
იმისათვის, რომ ,,წარმატების ფორმულამ" ეფექტურად იმუშაოს, აუცილებელია რომ მწეველს ჰქონდეს მოწევის შეწყვეტისთვის რაც შეიძლება ძლიერი მოტივაცია;
სუსტი ან საშუალო დონის მოტივაციის არსებობის შემთხვევაში ,,წარმატების ფორმულა" იძულებულია განახორციელოს დამატებითი აქტივობები; შესაბამისად, მწეველის მხრიდან სათანადო მონდომების შემთხვევაში ,,წარმატების ფორმულა" აუცილებლად უზრუნველყოფს წარმატების მიღწევას.

პროგრამის ხანგრძლივობა: 10-14 დღე (მწეველის ინდივიდუალური მახასიათებლების მიხედვით).
მოწევის შეწყვეტა: ეტაპობრივად, პროგრამის ბოლოს სრული შეწყვეტით:
- მწეველი მოწევას შეწყვიტავს პროგრამის დაწყებიდან 4-8 დღის შუალედში.
- მწეველი ორსული მოწევას შეწყვიტავს პროგრამის დაწყებიდან 10-12 დღის შუალედში.
ინდივიდუალური პროგრამის შემუშავება: მოწევის შეწყვეტის მსურველის მიერ შევსებული კითხვარის საშუალებით დგინდება მისი:
- ნიკოტინის მიმართ დამოკიდებულების ხარისხი,
- მოტივაციის დონე, რის გამოც გადაწყვიტა მოწევის შეწყვეტა,
- ჯანმრთელობის მდგომარეობა მოცემულ მომენტში.
ამ 3 პარამეტრის მაჩვენებლებიდან გამომდინარე განისაზღვრება რისკის დონე, რომელიც ასახავს მოწევის შეწყვეტის პროცესში შესაძლო დამაბრკოლებელი ფაქტორების სიდიდეს.

ყოველივეს გათვალისწინებით, მწეველისთვის გენერირდება მასზე მორგებული ინდივიდუალური პროგრამა.
პროგრამის ლინკის მიღება: მოწევის შეწყვეტის პროგრამას SMS შეტყობინების სახით მიიღებთ მობილურ ტელეფონზე; შეტყობინების ფორმა:
(პროგრამის მიმდინარეობის განმავლობაში ეს შეტყობინება არ წაშალოთ!)
პროგრამით სარგებლობა: SMS შეტყობინებაში განთავსებული ლინკიდან პროგრამის მთავარ გვერდზე უნდა შეხვიდეთ ყოველ დილას, გაღვიძებისთანავე.
- ღილაკის ,,პროგრამაზე გადასვლა" საშუალებით გახსნით პროგრამის ძირითად გვერდს, სადაც დავალებები, რეკომენდაციები და რჩევები პროგრამის მიმდინარეობის დღეების მიხედვით იცვლება.
- მობილურში პროგრამის მთავარ გვერდს ექნება ეს ფორმა:
(ეს გვერდი ხელმისაწვდომია მხოლოდ თქვენთვის)
დავალებები და რეკომენდაციები: ყოველდღიურად ცვლადი; ციფრული პროგრამა სპეციალისტის მიერ დადგენილი წესით თავად აგენირირებს დღის დავალებებს და რეკომენდაციებს, აყალიბებს აუცილებელ რჩევებს.
მედიკამენტები და სხვა ქიმიური საშუალებები: არ გამოიყენება.
სპეციალისტის კონსულტაცია: მოთხოვნით; მოთხოვნა ხდება პროგრამის გვერდიდან.
პროგრამის დაწყება: პროგრამის მისაღებად უნდა გამოგვიგზავნოთ პროგრამაში ჩართვის მოთხოვნა;
თუ დღესვე გამოგვიგზავნით პროგრამაში ჩართვის მოთხოვნას:
- ხვალ 10:00 საათზე მიიღებთ SMS შეტყობინებას კითხვარის შევსებისა და პროგრამის ღირებულების გადახდის ლინკით; კითხვარის შევსება და თანხის გადმორიცხვა უნდა მოახდინოთ ხვალვე 17:00 საათამდე.
- ზეგ 10:00 საათზე მიიღებთ SMS შეტყობინებას თქვენი ინდივიდუალური პროგრამის ლინკით და დაიწყებთ მოწევის შეწყვეტის პროგრამით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელებას.
პროგრამის ღირებულების გადახდა: საბანკო ანგარიშიდან ანგარიშზე ან ბარათიდან ბარათზე;
პროგრამის სტრუქტურა: ღილაკის (პროგრამაზე გადასვლა) საშუალებით გადადიხართ პროგრამის ძირითად გვერდზე; ძირითადი გვერდი იცვლება ყოველდღიურად და ასახავს დღის მთავარ დავალებებებს, მოწევის შეწყვეტის დამხმარე რეკომენდაციებს და რჩევებს.
- პროგრამის პირველი დღე: მწეველის ინდვიდუალური მონაცემების (ნიკოტინზე დამოკიდებულება და მოტივაცია) შეფასება და რეკომენდაციების მიღება პროგრამის ეფექტურად წარმართვისთვის;
- პროგრამის მეორე დღიდან: მოწევის შეწყვეტის დაწყება: ყოველდღე ცვლადი დავალებები, რეკომენდაციები და რჩევები;
- მოწევის შეწყვეტის შემდეგ ოთხი-ხუთი დღის განმავლობაში: მიღწეული შედეგის განმამტკიცებელი რეკომენდაციები და რჩევები.