Picture
Picture
თქვენი სიჯანსაღისთვის
Picture
მოწევის შეწყვეტის ციფრული პლატფორმა „ანტინიკოტინი“ დაფუძნდა 2025 წელს. მისი ავტორია გელა კობეშავიძე — ექიმი-ადიქტოლოგი, რომელმაც მთელი თავისი პროფესიული მოღვაწეობა თამბაქოსა და ნიკოტინის დამოკიდებულების წინააღმდეგ ბრძოლას მიუძღვნა.

გელა კობეშავიძემ 1993 წელს დააფუძნა თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნული ცენტრი; 1995 წელს მისი თაოსნობით საქართველოში პირველი ამბულატორიული სერვისი შეიქმნა, რომელიც მწეველებს მოწევის შეწყვეტაში უწევდა დახმარებას;

პარალელურად, მუშაობდა ნარკოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში დირექტორის მოადგილედ და იყო მსოფლიო ბანკის აღმოსავლეთ ევროპის თამბაქოს კონტროლის საკოორდინაციო ჯგუფის წევრი;

მისი პირადი თაოსნობით 1997 წელს დამტკიცდა თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება, ხოლო 2003 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული იქნა მის მიერ შემუშავებული კანონი თამბაქოს კონტროლის შესახებ.

გელა კობეშავიძე აქტიურად მუშაობდა მოწევის შეწყვეტის მეთოდოლოგიებზე, მის მიერ შემუშავებული მოწევის შეწყვეტის ქცევის კორექციის მეთოდი 2002 წელს წარმატებით იქნა პრეზენტირებული გლობალურ დონეზე - ჩიკაგოს საერთაშორისო კონგრესზე;

ამის შემდეგ, გ. კობეშავიძემ თავისი მოღვაწეობა მოწევის შეწყვეტის მხარდამჭერ ღონისძიებებს და აქტივობებს მიუძღვნა.

ახალი ტექნოლოგიების დანერგვის პარალელურად, გადაწყდა მოწევის შეწყვეტის მეთოდის გაციფრულება; მეთოდმა პროგრამის სახე მიიღო და მოხდა მისი მორგება ტექნიკურ პროგრესზე და იმ ტექნიკურ საშუალებებზე, რომელსაც მოსახლეობა მასობრივად იყენებს;

შეიქმნა პროგრამის ციფრული ვარიანტი - შემუშავდა კოდები და ინტერნეტ ადაპტირებისთვის ყველა აუცილებელი მექანიზმი;

შედეგად, შემუშავებული იქნა მოწევის შეწყვეტის ციფრული პროგრამა; 

შესაბამისად, ყველა პროცედურა ავტომატიზირებულია და არ მოითხოვს დამატებით ხარჯებს; დღევანდელი მდგომარეობით პლატფორმა მხოლოდ სერვისის მიწოდების ტექნიკური საკითხებით და პროგრამის მიმდინარეობის მონიტორიგითაა დაკავებული; 

,,ანტინიკოტინი" არ არის ბიზნესის კეთების მიზნით შექმნილი; ეს პლატფორმა შეიქმნა მხოლოდ იმ მიზნით, რომ მხარდაჭერა გაუწიოს მოწევის შეწყვეტის მსურველებს.

ყოველივედან გამომდინარე, ციფრული პროგრამის ღირებულება, განურჩევლად სოციალური მდგომარეობისა, ნებისმიერი მწეველისთვის სრულიად ხელმისაწვდომია, ასეც იქნება მუდმივად და შემოსული თანხა ყოველთვის მოემსახურება პლატფორმის განვითარებას.

დაბოლოს, ორი მნიშვნელოვანი მომენტი:

1. მწეველს საშუალება აქვს პროგრამაში ჩართვამდე მიიღოს პლატფორმის დამფუძნებლის დისტანციური კონსულტაცია; ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პირებისთვის, რომლებიც საჭიროებენ დამატებითი განმამტკიცებელი ინფორმაციის მიღებას, ან ჯერაც სკეპტიკურად არიან განწყობილი პროგრამის მიმართ;

2.  პროგრამაში მონაწილე პირს ყოველდღიურად შეუძლია მოგვწეროს და შეგვატყობინოს როგორ უმკლავდება მოწევის შეწყვეტის პროცესს, საჭიროების შემთხვევაში ვახდენთ პროგრამის სტრატეგიის კორექტირებას და ამით ვუზრუნველყოფთ წარმატების მიღწევას. ეს სერვისიც სრულიად უფასოა;

მოწევის შეწყვეტის ციფრულ პროგრამას ,,წარმატების ფორმულა" დავარქვით! ​ წარმატების ფორმულა კი შემდეგში მდგომარეობს: იმისათვის რომ მოწევა შეწყვიტოთ აუცილებელია:

  • თქვენი მხრიდან - მოტივაცია და მონდომება,
  • ჩვენი მხრიდან - თქვენი ძლიერი მხარდაჭერა. 

ანუ,

თქვენი მოტივაცია და მონდომება + ჩვენი ძლიერი მხარდაჭერა = წარმატების ფორმულას!

​გისურვებთ წარმატებას - ცხოვრებას ნიკოტინის გარეშე!​
უკან დაბრუნება ღილაკი