Picture
Picture
სრული ინფორმაცია
მოწევის შეწყვეტის პროგრამის შესახებ
Picture
Picture
პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ:  ფილტრიანი სიგარეტის ან ელექტრონული სიგარეტის მწეველებს, ასევე მწეველ ორსულებს;
Picture
ფორმა: დისტანციური, ჯგუფის თითოეული წევრისთვის გენერირდება მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალური პროგრამა.
Picture
მეთოდის არსი: მოწევასთან დაკავშირებული ქცევის კორექცია.

სრული ინფორმაცია (გახსენით უჯრა) ​🔽
პროგრამა ახდენს უშუალოდ მოწევასთან დაკავშირებული ჩვევების განეიტრალებას და მოწევის მიმართ ორგანიზმის დამოკიდებულების ცვლილებას; რის შედეგადაც თუ მოწევა ადრე მწეველისთვის იყო მისაღები, პროგრამის შედეგად მოწევა ხდება მიუღებელი, ხშირ შემთხვევაში კი - აუტანელი;

როგორც ცნობილია, ფსიქოლოგიური დამოკიდებულება მართავს მწეველის მოწევასთან დაკავშირებულ პროცესს, ხოლო ფიზიკური დამოკიდებულება უზრუნვეყოფს ამ დამოკიდებულების განმტკიცებას და განვითარებას უშუალოდ მოწევის გზით;

ყოველივეს გათვალისწინებით, ,,წარმატების ფორმულა" ითვალისწინებს ორივე სახის დამოკიდებულების წინააღმდეგ ეფექტური ფორმების განვითარებას და ამ გზით უზრუნველყოფს ნიკოტინზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური დამოკიდებულების ჩანაცვლებას ნიკოტინის მიუღებლობით - როგორც ფიზიკურ, ასევე ფსქოლოგიურ ასპექტში;

იმისათვის, რომ ,,წარმატების ფორმულამ" ეფექტურად იმუშაოს, აუცილებელია რომ მწეველს ჰქონდეს მოწევის შეწყვეტისთვის რაც შეიძლება ძლიერი მოტივაცია; 

სუსტი ან საშუალო დონის მოტივაციის არსებობის შემთხვევაში ,,წარმატების ფორმულა" იძულებულია განახორციელოს დამატებითი აქტივობები; შესაბამისად, მწეველის მხრიდან სათანადო მონდომების შემთხვევაში ,,წარმატების ფორმულა" აუცილებლად უზრუნველყოფს წარმატების მიღწევას.
Picture
პროგრამის ხანგრძლივობა: 10-14 დღე (მწეველის ინდივიდუალური მახასიათებლების მიხედვით).
Picture
მოწევის შეწყვეტა: ეტაპობრივად, პროგრამის ბოლოს სრული შეწყვეტით:
​- მწეველი მოწევას შეწყვიტავს პროგრამის დაწყებიდან 4-8 დღის შუალედში.
- მწეველი ორსული მოწევას შეწყვიტავს პროგრამის დაწყებიდან 10-12 დღის შუალედში.
Picture
ინდივიდუალური პროგრამის შემუშავება: ჯგუფის თითოეული წევრის მიერ შევსებული კითხვარის საშუალებით დგინდება მისი:

- ნიკოტინის მიმართ დამოკიდებულების ხარისხი,

- მოტივაციის დონე, რის გამოც გადაწყვიტა მოწევის შეწყვეტა,
- ჯანმრთელობის მდგომარეობა მოცემულ მომენტში.

ამ 3 პარამეტრის მაჩვენებლებიდან გამომდინარე განისაზღვრება რისკის დონე, რომელიც ასახავს მოწევის შეწყვეტის პროცესში შესაძლო დამაბრკოლებელი ფაქტორების სიდიდეს.
ყოველივეს გათვალისწინებით, ჯგუფის ყოველი წევრისთვის გენერირდება მასზე მორგებული ინდივიდუალური პროგრამა.
Picture
პროგრამის ლინკის მიღება: ჯგუფის ყოველი წევრი მოწევის შეწყვეტის პროგრამას SMS შეტყობინების სახით მიიღებს მობილურ ტელეფონზე; შეტყობინების ფორმა:
Picture
(პროგრამის მიმდინარეობის განმავლობაში ეს შეტყობინება არ წაშალოთ!)
Picture
პროგრამით სარგებლობა: SMS შეტყობინებაში განთავსებული ლინკიდან პროგრამის მთავარ გვერდზე უნდა შეხვიდეთ ყოველ დილას, გაღვიძებისთანავე.
- ღილაკის ,,პროგრამაზე გადასვლა" საშუალებით გახსნით პროგრამის ძირითად გვერდს, სადაც დავალებები, რეკომენდაციები და რჩევები პროგრამის მიმდინარეობის დღეების მიხედვით იცვლება.
- მობილურში პროგრამის მთავარ გვერდს ექნება ეს ფორმა:
Picture
(ეს გვერდი ხელმისაწვდომია მხოლოდ თქვენთვის)
Picture
დავალებები და რეკომენდაციები: ყოველდღიურად ცვლადი; ციფრული პროგრამა სპეციალისტის მიერ დადგენილი წესით თავად აგენირირებს დღის დავალებებს და რეკომენდაციებს, აყალიბებს აუცილებელ რჩევებს.
Picture
მედიკამენტები და სხვა ქიმიური საშუალებები: არ გამოიყენება.
Picture
სპეციალისტის კონსულტაცია: მოთხოვნით; მოთხოვნა ხდება პროგრამის გვერდიდან.
Picture
პროგრამის დაწყება: თუ ჯგუფის ორგანიზატორი პროგრამაში ჩართვის მოთხოვნას დღეს გამოგვიგზავნის: 
1. ჯგუფის თითოეული წევრი კითხვარის ლინკს მიიღებს SMS სახით ხვალ 10:00 საათზე; ჯგუფის ყოველმა წევრმა შევსებული კითხვარი უნდა გამოგვიგზავნოს ხვალ 17:00 საათამდე, 
2. ჯგუფის ორგანიზატორის მიერ პროგრამის საერთო ღირებულების გადახდა უნდა მოხდეს ხვალ 17:00 საათამდე;
3. ​ჯგუფის თითოეული წევრი ინდივიდუალურ პროგრამას მიღებს: ზეგ, 10:00 საათზე.
Picture
პროგრამის ღირებულების გადახდა: საბანკო ანგარიშიდან ანგარიშზე ან ბარათიდან ბარათზე;
Picture
პროგრამის სტრუქტურა: ღილაკის (პროგრამაზე გადასვლა) საშუალებით გადადიხართ პროგრამის ძირითად გვერდზე; ძირითადი გვერდი იცვლება ყოველდღიურად და ასახავს დღის მთავარ დავალებებებს, მოწევის შეწყვეტის დამხმარე რეკომენდაციებს და რჩევებს.

პროგრამის პირველი დღე: მწეველის ინდვიდუალური მონაცემების (ნიკოტინზე დამოკიდებულება და მოტივაცია) შეფასება და რეკომენდაციების მიღება პროგრამის ეფექტურად წარმართვისთვის;
პროგრამის მეორე დღიდან: მოწევის შეწყვეტის დაწყება: ყოველდღე ცვლადი დავალებები, რეკომენდაციები და რჩევები;
​- მოწევის შეწყვეტის შემდეგ ოთხი-ხუთი დღის განმავლობაში: მიღწეული შედეგის განმამტკიცებელი რეკომენდაციები და რჩევები.
უკან დაბრუნება ღილაკი