მოწევის შეწყვეტის პროგრამა
Picture
პროგრამის დაწყების თარიღი
Picture
თქვენს მიერ შევსებული და გამოგზავნილი განაცხადის საფუძველზე დადგინდა, რომ გაქვთ:

- ​ნიკოტინზე საშუალო დამოკიდებულების ხარისხი;
- მოწევის შეწყვეტის ძლიერი დონის მოტივაცია.
Picture
რისკის დონე
1
​(0 - რისკის გარეშე, 1 - საშუალო, 2 - ძლიერი)

​რისკის დონის განმსაზღვრელი ფაქტორი: ნიკოტინზე საშუალო დამოკიდებულების ხარისხი;
დამატებითი უპირატესობის განმსაზღვრელი: წარმატების ფორმულა - თქვენი მონდომება და ძლიერი მოტივაცია, ჩვენი მხრიდან - თქვენი ძლიერი მხარდაჭერა.
Picture
​ნიკოტინზე სუსტი დამოკიდებულების ხარისხი არის ის პარამეტრი, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ მოწევის შეწყვეტის საქმეში, ხოლო მოწევის შეწყვეტის შემდეგ საგრძნობლად გაგიადვილებთ მიღწეული შედეგის განმტკიცებას.

მოწევის შეწყვეტის ძლიერი მოტივაცია არის ის ძირითადი და მთავარი პარამეტრი, რომელიც თქვენ წარმატებას უზრუნველყოფს!
თუ პროგრამის მიმდინარეობის განმავლობაში და პროგრამის შემდგომ პერიოდში სიმტკიცეს და ნებისყოფას გამოავლენთ აუცილებლად შეწყვიტავთ მოწევას!
Picture
მოემზადეთ ხვალინდელი დღისთვის

მნიშვნელოვანია მოწევის შეწყვეტის პროგრამის დაწყებას სრულიად მომზადებული შეხვდეთ.

კონკრეტულად კი, აუცილებელია:​
ფსიქოლოგიური მზადყოფნა​
Picture
დღევანდელი დღე გამოიყენეთ იმისთვის, რომ ფსიქოლოგიურად მაქსიმალურად მომზადებულმა დაიწყოთ პროგრამით გათვალისწინებული დავალებებისა და რეკომენდაციების შესრულება.​

უნდა შთაინერგოთ, რომ სწორედ ეს დავალებები და რეკომენდაციები მიგიყვანენ მიზნის ასრულებამდე - მოწევის შეწყვეტამდე;

თავად დავალებები უმარტივესი შესასრულებელია:

მაგალითად, ერთი დავალება:
,,არ მოწიოთ სიგარეტი ყოველი საათის პირველი 10 წუთის განმავლობაში"

რთულია?
ნამდვილად არ არის რთული!
თუმცა, თუ ამ დავალების შესრულება მაინც გაგიჭირდათ, ასეთ შემთხვევაში, პროგრამა მოგაწვდით უმარტივეს რეკომენდაციებს ამ ,,სირთულის" დასაძლევად.

აუცილებელია, რომ პროგრამის მიმდინარეობის განმავლობაში გაითვალისწინოთ და სრული სიზუსტით შეასრულოთ ჩვენი რეკომენდაციები და რჩევები;

ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა შთაინერგოთ და ფსიქოლოგიურად დადებითად უნდა განეწყოთ პროგრამით გათვალისწინებული დავალებების და რეკომენდაციების მიმართ;

​დაიწყეთ ამაზე ფიქრი და დადებითი განწყობის შექმნა განაცხადის გამოგზავნის მომენტიდანვე!
Picture
თანამდგომი
Picture
ხვალ დაიწყებთ სრულიად ახალ და შინაარსით ყველაზე სასიამოვნო პროცესს, თუმცა ყოველივეს განსაკუთრებული და მრავალმხრივი მზადყოფნა ესაჭიროება.

 ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომ მოწევის შეწყვეტის პროცესში თქვენს გვერდზე იყოს თანამდგომი ადამიანი, რომელიც მაქსიმალურ მხარდაჭერას გაგიწევთ;

ასეთი ადამიანი უკეთესია თუ თქვენი ოჯახის წევრი იქნება -

- სთხოვეთ მას ფსიქოლოგიური და მორალური მხარდაჭერა;
- აიღეთ პასუხისმგებლობა ამ ადამიანის მიმართ, რომ თქვენ აუცილებლად შეასრულებთ ჩანაფიქრს და სულ მალე არამწეველი იქნებით;
- სთხოვეთ მას, რომ დაგეხმაროთ პროგრამით გათვალისწინებული რეკომენდაციების შესრულებაში;
- პროგრამის მიმდინარეობის პერიოდში ყოველდღე, განსაკუთრებით ძილის წინ, გაუზიარეთ დღის შთაბეჭდილებები და მოსაზრებები.​
Picture
აუცილებლად გასათვალისწინებელი
Picture
აუცილებელია თავს შემოუძახოთ და პროგრამის მიმდინარეობისას დაიცვათ ეს წესები:

- აიკრძალეთ ალკოჰოლური სასმელების თუნდაც მცირე დოზით მიღება, ასე უნდა მოიქცეთ პროგრამის დამთავრების შემდეგაც მინიმუმ 25-30 დღის განმავლობაში;
- ერიდეთ გაზიან სასმელებს, მაქსიმალურად შეზღუდეთ ყავის და სხვა კოფეინის შემცველი პროდუქტის მიღება. ეცადეთ ყავა ჩაანაცვლოთ წვენით, ჩაით ან წყლით;
- შეძლებისდაგვარად, დღის განმავლობაში რაც შეიძლება დიდი ხანი დაჰყავით სახლში, ერიდეთ მწეველებს და ხალხმრავალ ადგილებს;
- იკვებეთ ჩვეულ რეჟიმში, მოერიდეთ ცხარე და მლაშე კერძებს, უპირატესობა - ბოსტნეულს;​
Picture
მოწევის შეწყვეტის პროგრამის ძირითადი დავალებები, რეკომენდაციები და რჩევები ხვალ იწყება;

აქედან გამომდინარე, გაქვთ ერთი დღე, რომ განამტკიცოთ მოწევის შეწყვეტის ძლიერი მოტივაცია და რაც მთავარია, მოახდინოთ თქვენში აღნიშნული მოტივაციის ფსიქოლოგიური მხარდაჭერა;

თუ ეს შეძელით, ხვალ დილას მოწევის შეწყვეტის პროგრამის დაწყებას ფსიქოლოგიურად და მორალურად ჩამოყალიბებული და გაძლიერებული დახვდებით!

გისურვებთ წარმაატებას!