- დედამიწის სიბრტყეზე არსებულ ამ წარმოსახვით ხაზზე 14 სახელმწიფოა განთავსებული. თითქმის ყველა ეკვატორულ ქვეყანაშია აგებული მონუმენტი ნულოვანი პარალელის აღსანიშნავად გარდა სომალისა და გაბონისა. ყველაზე დიდი და ლამაზი მონუმენტები ეკვატორს ბრაზილიასა და ეკვადორში მიუძღვნეს.
- ნულოვანი პარალელი კვეთს 33 კუნძულს, რომელთაგან 17 მათგანი ინდონეზიის შემადგენლობაში შედის.
- ერთადერთი მდინარე, რომელიც ეკვატორს ორჯერ კვეთს, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წყალუხვი მდინარე – კონგოა.
- ამაზონის შესართავთან არსებული ბრაზილიური ქალაქი – მაკაპა ერთდროულად დედამიწის ორ ნახევარსფეროშია განთავსებული. ქალაქის ცენტრში აგებულია საფეხბურთო სტადიონი, სახელწოდებით – „ესტადიო მილტონ კორეა”, რომლის შუაგულში არსებული თეთრი ხაზი ზუსტად ეკვატორის ხაზის გასწვრივ არის გავლებული.
- აფრიკის კონტინენტზე არსებული სახელმწიფო – ეკვატორული გვინეა, მიუხედავად თავისი სახელწოდებისა, ნულოვან პარალელზე არ მდებარეობს.
- ეკვატორული ქვეყნები არა მხოლოდ თბილი კლიმატით არიან გამორჩეულნი, არამედ ისინი ყველაზე მდიდარი ქვეყნები არიან ფლორისა და ფაუნის უიშვიათესი წარმომადგენლებითაც.
- ტერმინები – გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი ეკვატორის კლიმატურ ზონაში არ გამოიყენება, რადგან იქ ყოველთვის ზაფხულია.
- ზაფხული, ტემპერატურით +25 - +30 გრადუსი, ეკვატორზე მთელი წლის განმავლობაში გრძელდება. დღის პირველ ნახევარში ეკვატორზე საშუალოდ +31 გრადუსი სითბოა, ხოლო დღის მეორე ნახევარში კი ტემპერატურა +23 გრადუსამდე ეცემა.
- წყნარ ოკეანეში განთავსებულ გალაპაგოსის არქიპელაგზე არსებული მოქმედი ვულკანია „ვოლფი”, იგი ერთადერთი ვულკანია დედამიწაზე, რომელიც ეკვატორის ორივე მხარეს არის განფენილი.
- ეკვატორზე განთავსებულ უღრან ტყეებს, რომლებიც უზარმაზარი რაოდენობით გამოყოფენ ჟანგბადს, კაცობრიობამ „დედამიწის ფილტვები” უწოდა.

