1874 წელს იაკობ გოგებაშვილი თბილისის სასულიერო სასწავლებლის ინსპექტორის მოვალეობას ასრულებდა. თუმცა, იგი როგორც პოლიტიკურად არასაიმედო პირი თანამდებობიდან გაათავისუფლეს;

ეს ფაქტი მის ჯანმრთელობაზე საშინლად აისახა. ძალიან აღელდა, აფორიაქდა, ადგილს ვერ პოულობდა…

სწორედ იმ დღეებში, ნიკო ცხვედაძის ძმა, სანდრო, ვერის დაღმართთან, მტკვრის ნაპირას არასასიამოვნო სცენას შეესწრო: ​ვიღაც კაცმა უკან მოიხედა, პირჯვარი გადაისახა და მტკვრის ტალღებს მისცა თავი.

სანდრო წამსვე, დაუფიქრებლად გადამხტარა მდინარეში, მოუხერხებია წყალწაღებულის შველა, ნაპირზე გამოუყვანია და ამის შემდეგღა იცნო იაკობ გოგებაშვილი…

ამის შემდეგ, იაკობმა დაუფიქრებლად დაწვა აკადემიიდან მიღებული მოწმობა, სემინარიის დამთავრების ატესტატი, შრომის წიგნაკი და სხვა ოფიციალური დოკუმენტები, რომელთა გარეშე სახელმწიფო დაწესებულებებში მუშაობა არ შეიძლებოდა. სამაგიეროდ, ნიკო ცხვედაძესთან ერთად, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ორგანიზებას შეუდგა.

გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში

გადასვლა ახალ გვერდზე