თბილისი
ძველ თბილისში თბილისელები ახალი წლის ღამეს სახლის კარებს ღიას ტოვებდნენ. თბილისელები ფიქრობდნენ, რომ ახალ წელს ქუჩებში ბედნიერება დადიოდა. ბედნიერებას კარი დაკეტილი თუ დახვდებოდა იმ სახლს გვერდს აუვლიდა.
ტკბილეულით სავსე სუფრას ტაბლაზე შლიდნენ. ტაბლა დაბალ მაგიდას ერქვა. ოჯახის დიასახლისი ტაბლის ოთხ კუთხეში სანთლებს ანთებდა. დიასახლისი სანთლებს საკუთარი ხელით ამზადებდა. როგორც კი ახალი წელი მოვიდოდა ოჯახის უფროსი ტაბლას ხელში აიღებდა და მთელ სახლს შემოივლიდა. თბილისელები ფიქრობდნენ , რომ ამ დროს მათ მფარველი ანგელოზი დაჰყვებოდა. ოჯახის მფარველ ანგელოზს ოჯახისთვის სიკეთე და სიმდიდრე მოჰქონდა.
ქართლი
ქართლში ახალ წელს აცხობდნენ წმინდა ბასილის ქანდაკებას. ასევე აცხობდნენ ბედის კვერს ოჯახის წევრებისთვის და შინაური ცხოველებისთვის. ორ-ორ ბედის კვერს ოჯახის წევრებისთვის და თითო-თითოს შინაური ცხოველებისთვის.
გამთენიისას ოჯახის უფროსი მამაკაცი ღორის თავთან ბედის კვერებს დებდა თეფშზე და ასევე თაფლში ამოვლებულ პურის ლუკმებს მიუწყობდა გვერდზე. თეფშის ერთ კიდეში თაფლის სანთელს აანთებდა.
კახეთი
აღმოსავლეთ საქართველოში ახალი წლის წინა დღეს ოჯახში წყაროს წყალი მიჰქონდათ და ეზოში ასხამდნენ. მეკვლე ოჯახის უფროსი მამაკაცი იყო ან მოწვეული სტუმარი. მეკვლეს ოჯახში მიჰქონდა დედას პურები, ყველი, ხორცი, ღვინო, გოზინაყი ხილი, ჩურჩხელა და მარცვლეული. ზოგჯერ ცოცხალი ქათამიც. მეკვლე მარცვლეულს სახლში შესვლისას ხელით მოაბნევდა. რათა ახალი წელი ბარაქიანი ყოფილიყო.
იმერეთი
ახალი წლის დადგომამდე ოჯახის უფროსი სახლს სამჯერ წაღმა შემოუვლიდა. მას ხელში ლანგარი ეჭირა. ლანგარზე ღორის თავი, მწვადი, მოხარშული დედალი, ლობიანი ღერღილის პური და ტკბილი კვერები ეწყო.ამის შემდეგ ოჯახის უფროსი სახლში ოჯახის ყველაზე ხნიერ წევრთან ერთად შევიდოდა. ხნიერი წევრი კერიაში ნაკვერჩხალს რამდენჯერმე დაჰკრავდა ჯოხს და ცეცხლიდან ნაპერწკლები იყრებოდა. ოჯახის უხუცესი თან ლოცულობდა : „როგორი უხვიც არის ეს ნაპერწკლები ისე გვამრავლე და გაგვახარეო“
მესხეთ-ჯავახეთი
ახალის წლის წინა დღის საღამოს ოჯახის დიასახლისი საახალწლო კვერებს აცხობდა.. საახალწლო კვერები სხვადასხვა სახის იყო. 1. „ბასილა“- რომელსაც გრძელი წვერი და ნიგვზის თვალები ჰქონდა. 2. მრგვალი კვერები- „ხარის ქედი“. 3. „ბუჟუნა“ -მის ცომს სახრეზე ახვევდნენ და ისე აცხობდნენ. 4. „ბედის პური“- დიდი პური რომელშიც ფულის მონეტას -აბაზს დებდნენ. 5.“ბანის პურები“ და „ქათამ წიწილას პურები“ , მათ ვაშლის ფორმა ჰქონდა და გარშემო ცომის ნისკარტები. ასევე აცხობდნენ სამეურნეო იარაღის ბედის კვერებსაც : ცელს, გუთანს და ა.შ.
ოჯახის უფროსი საახლაწლო კვერებს ტაბლაზე აწყობდა. შუაში „ბასილა“ იდო, რომელსაც ხელები გულზე ჰქონდა გადაჯვარედინებული. ბასილას თავთან და ფეხებთან ბანის პურები ეწყო.ტაბლაზე ასევე ეწყო თაფლიანი ჯამი და გოზინაყი. ტაბლა კერიასათან იყო. კერიაში კი ცეცხლი ენთო.
გათენებისას, როდესაც მამალი იყივლებდა ოჯახის უფროსი ტაბლას სახლს შემოატარებდა და ლოცულობდა.
თუშეთი
თუშეთში ახალ წელს „წელწდობას“ უწოდებენ. თუშეთში ახალი წლის აღსანიშნავად არაყს ხდიდნენ და ლუდს ადუღებდნენ.ოჯახებში აცხობდნენ ერთ დიდ კვერს „ქრისტეს საგზალს“. ქალებისთვის მრგვალ კვერს, ხოლო კაცებისთვის „ბაცუკაცს“. აცხობდნენ კვერებს შინაური ცხოველებისთვისაც. ხარისთვის განკუთვნილ კვერს რქები ჰქონდა. ძროხისთვის განკუთვნილს ძუძუები. ცხენის კვერს ნალის ფორმა ჰქონდა. ყველა სახის კვერს ლანგარზე აწყობდნენ მატყლთან, მარილთან, ყველთან და ერბოსთან ერთად.
სანამ მეკვლე არ მოვიდოდა სუფრაზე არავინ ჯდებოდა. მეკვლეს ოჯახი თავად ირჩევდა. მეკვლეს ბოთლით არაყი და ლანგარი მოჰქონდა , რომელზეც ერბო, ყველი , მატყლი და ტკბილეული ეწყო. მეკვლე სახლში შემოსვლისას პურს შეაგორებდა და იტყოდა: „შემოვდგი ფეხი გწყალობდეთ ღმერთი“.
ხშირად თუშებს მეკვლედ მეცხვარის ძაღლი ჰყავდათ. თუშებს მიაჩნდათ, რომ მეცხვარის ძაღლს კარგი ფეხი ჰქონდა.
ფშავი და ხევსურეთი
ფშავსა და ხევსურეთში ჰყავდათ ლიდერი, რომელსაც ხევისბერი ერქვა. ახალი წლის ღამეს ხევისბერი და მისი დამხმარეები სალოცავში წაიღებდნენ ქადებს ერბოიან პურებს და სანთლებს. ასევე მიჰყავდათ დასაკლავი ცხოველი.
ხევისბერი დალოცავდა ყველა ოჯახს და გვარს. დაკლავდნენ ცხვარს. თოვლის გუნდებს ცხვრის სისხლში ამოავლებდნენ და სალოცავის კედელს ესროდნენ.
ახალგაზრდა ბიჭები ქუდებს ნაბდის ქვეშ დებდნენ. ვინც მალულად ქუდს აიღებდა, სწორედ ის იყო მთელი სოფლის მეკვლე. დალოცვის შემდეგ სოფელში დღესასწაული იწყებოდა. იხარშებოდა ლუდი და ხინკალი.
სვანეთი
სვანეთში საახალწლოდ კლავდნენ გასუქებულ ღორს. აცხობდნენ პურებს ჯვრების გამოსახულებით და ტკბილ კვერებს. მეკვლე ღმეს გარეთ ათენებდა და ოჯახში ისე შედიოდა. ასე იმიტომ აკეთებდა, რომ ოჯახში სუფთა შესულიყო.
ოჯახის უფროს დილით უთენია დგებოდა საქონელს მიხედავდა. შემდეგ სანთლებით ხელში შედიოდა ოჯახში და ილოცებოდა.
გურია
გურიაში ახალ წელს „კალანდობას“ უწოდებდნენ. კალანდობის დროს კლავდნენ ღორს, აცხობდნენ გურულ ღვეზელებს კვერცხით და ყველით.
კალანდობის დროს გურულებს ჩიჩილაკი ჰქონდათ. ჩიჩილაკი ეს თხილის ხისგან გაკეთებული „ნაძვის ხეა“. ჩიჩილაკი თეთრია. თხილის ჯოხზე უამრავი წვრილი ნათალი არის გათლილი.. ხშირად ჩიჩილაკს „ბასილას წვერსაც“ უწოდებენ. ჩიჩილაკს ნათლისღების დღესასწაულამდე წვავდნენ და გასული წლის უსიამოვნებებს ატანდნენ.
ოჯახის უფროსი ახალი წლის დადგომისას მარანში შევიდოდა, ხოლო შემდეგ სახლში. ის გურული ადესას ღვინით დალოცავდა ქვეყანას და მშვიდობის სადღეგრძელოს იტყოდა.
ახალი წლის ღამეს გურიაში ბავშვები დადიოდნენ ქუჩებში, მღეროდნენ და ტკბილეულს და ფულს აგროვებდნენ.
ლეჩხუმი
ლეჩხუმში ოჯახის მეკვლე ბაბუა იყო ხოლმე. ახალი წლის დადგომისას ბაბუა თავის უმცროს ვაჟთან ერთად ვენახში გადიოდა. ბაბუა ჯერ თვითონ ლოცავდა ზვრებს, შემდეგ უმცროს ვაჟს ალოცვინებდა. ზვრებში ღვინოს აპკურებდნენ. ბოლოს სახლში სშევიდოდნენ და გვარს ლოცავდნენ.
აჭარა
ახალ წელს აჭარელების ოჯახს უმცროსი ვაჟი ულოცავდა. დიასახლისი სუფრის გარშემო სუფთა წყალს აპკურებდა. შემდეგ გახსნიდა თავის მიერ მომზადებულ ყაურმას. საახალწლო სუფრაზე ჰქონდათ აჭარული ხაჭაპური , ხარჩო, სანთლის არაყი და ტკბილეული. ქალებს წითელი კაბა ეცვათ. ახალი წლის შემოსვლილსას თოფს ისროდნენ.
აფხაზეთი
აფხაზეთში ახალ წელს ხეჩხუამას ან აჯირნიხუ ჰქვია და მას ზარზეიმით, არა 31 დეკემბრის, არამედ 13 იანვარს ეგებებიან. აფხაზეთში ძველით ახალი წელი განახლებისა და სამყაროს შექმნის სიმბოლოა.
აფხაზურ საგვარეულო სახლში, როგორც წესი დიდი სამზადისი იყო. ამ დროს მთელი სანათესაო თავს იყრიდა და სახლი ჟრიამულით იყო სავსე. საახალწლოდ საგანგებოდ გახსნილი ქვევრიდან სვამდნენ ღვინოს და სპეციალურად ამ დღისთვის გამოცხობილ თაფლიან და ნიგზვიან ქადებითა თუ აფხაზურა პურებით იკოკლოზინებდნენ პირს.
სამეგრელო
სამეგრელოში ახალი წელი გურიის მსგავსად კალანდას სახელით იყო ცნობილი და მისი განუყოფელი ატრიბუტიც ჩიჩილაკი გახლდათ. ჩიჩილაკის ისტორიას ძალიან ღრმა ფესვები აქვს წარსულში. მას წმინდა ბასილი დიდის სახელს უკავშირებდნენ. თუმცა, ქრისტიანობამდელ ეპოქაში ბასილა მზის წარმართული ღვთაება იყო და ახალი წლის აღნიშნვაც სწორედ მისი თაყვანისცემის სიმბოლოდ აღიქმებოდა.
სამეგრელოში ასევე აცხობდნენ ბასილას. ამასთან ერთად საახალწლო ტაბლაზე ხაჭაპურებს, საგანგებოდ გამზადებულ საცივს, ხილს, ტკბილეულს, მოხარშულ გოგრას, ღვინოს,
ფელამუშსა და შემწვარი ღორის თავსაც ათავსებდნენ.
კალანდას არცთუ იშვიათად ხვდებოდნენ თოფის სროლით. არსებობდა ისეთი ტრადიციაც, რომელსაც სტუმრის მოტაცება
ერქვა. როგორც წესი, ამ ჩვეულებაში მთელი უბანი იღებდა მონაწილეობას და ხალხი ერთმანეთს ეჯიბრებოდა, ვინ ვის დაასწრებდა სტუმრის წართმევას. გატაცებულ სტუმარს კი მასპინძლის ოჯახი დიდ ძღვენს ჩუქნიდა.
მცხეთა-მთიანეთი
მცხეთა-მთიანეთის საახალწლო ტრადიციებით სამხცხე-ჯავახეთის მსგავსია. დუშეთში, თიანეთში, ყაზბეგსა თუ მცხეთაში, ხინკალი, საქართველოს ამ მხარის ყველა ნაწილის განუყოფელი სადღესასწაულო ატრიბუტი გახლდათ.
საახალწლო ჩვეულებებით გამორჩეულია მთიულეთიც, სადაც დღესასწაულის აღნიშვნაში შინაური ცხოველის მონაწილეობას დღესაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ: აქ მეკვლედ ძაღლის ყოლა არავის გაუკვირდება. ამ მხარეში არსებობს არაგვში ბანაობის ტრადიციაც, როცა ახალი წლის დღეებში მდინარეში ჩადიან, რაც მომავალი წლისთვის მომზადების, განწმენდის სიმბოლოა.