​საფრანგეთის ცნობილი დედოფალი - მარი ანტუანეტი (1755-1793 წლები) ცხოველებზე უზომოდ შეყვარებულ ქალბატონს წარმოადგენდა.

სკანდალურად ცნობილ დედოფალს ყველაზე მეტად მაინც XVII საუკუნის საფრანგეთში გამოყვანილი – პაპილიონის ჯიშის ძაღლები მოსწონდა. ანტუანეტს აღნიშნული ჯიშის ძაღლი ჰყავდა, სახელებად – ფისბი.

მას შემდეგ, რაც საფრანგეთის რევოლუციამ სამეფო ტახტს ძალაუფლება გამოაცალა და იგი დაამხო, ტყვეობაში აყვანილ დედოფალს უფლება მისცეს თავისთან ყოლოდა ფისბი.

თუმცა, როდესაც მარი კონსიერჟერის ციხეში გადაიყვანეს, მას იძულების წესით ისიც ჩამოართვეს.

ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, ერთგული ძაღლი ციხის კარებთან მოთმინებით ელოდა პატრონის გამოჩენას.
გარკვეული ხნის განმავლობაში მასზე ვინმე ქალბატონი არნო ზრუნავდა.

მოგვიანებით, ფისბი ამ უკანასკნელს სახლშიც წაუყვანია, მაგრამ ანტუანეტის მომლოდინე ძაღლს თავი გაუნთავისუფლებია და ისევ ციხის კართან დაბრუნებულა.

ერთხელაც საპატიმრო ეტლმა ციხის კარიბჭიდან მარი ანტუანეტი გამოიყვანა, რაც ფისბის შეუმჩნეველი არ დარჩენია.

გზა ეშაფოტისაკენ მიდიოდა… სიკვდილით დასასჯელად გაყვანილი პატრონის ეტლს ფისბი ეშაფოტამდე მიჰყოლია.

როდესაც მისი პატრონისათვის თავი მოუკვეთავთ, ძაღლს საშინელი ყმუილი აღმოხდომია. ამ დროს ერთ-ერთ ულმობელ ჯარისკაცს ფისბისთვის დაუნდობლად ჩაურტყამს მახვილი და თან ხმამაღლა შეუძახნია – ასე დაემართება ყველას, ვინც არისტოკრატებს დასტირისო!

გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში

გადასვლა ახალ გვერდზე