მკერდი სხეულის ისეთი ნაწილია, სადაც კუნთები არაა, ამიტომ წონაში მკვეთრი დაკლების დროს შესაძლებელია მან ფორმა დაკარგოს – ჩამოეშვას და დანაოჭდეს. უმჯობესია, თუკი წონაში დაიკლებთ ნელი ტემპით, თანდათანობით. გთავაზობთ დიეტას, რომელიც გათვლილია დღეში 1500 კალორიაზე.


საუზმე (300 კალორია) –


რძეში გახსნილი 25 გ უშაქრო ბურბუშელა, თოხლოდ მოხარშული კვერცხი.


სადილი (400 კალორია) –


სენდვიჩი ქათმის ხორცით, 1 ცალი ვაშლი.


ვახშამი (450 კალორია) –


ძროხის ხორცისგან მომზადებული ,,მობრაწულა“, რომელსაც შემდეგნაირად მოამზადებთ: რეცეპტი გათვლილია 1 ულუფაზე და შეიცავს დაახლოებით 450 კალორიას (100 გ კარტოფილისა და 1 ცალი ფორთოხლის ჩათვლით).


წასაუზმება (150 კალორია)


1 ბატონი შოკოლაიდი, 1 ვაშლი.


ვარჯიში


ლამაზი მკერდისთვის საუკეთესო ვარჯიშია ცურვა. თუკი ამის საშუალება არა გაქვთ, გთავაზობთ: აბაზანის მიღების დროს შეასრულეთ შემდეგი ვარჯიში: მარცხენა ხელის მაჯას მოუჭირეთ მარჯვენა ხელით, ხოლო მარჯვენა ხელის მაჯას – მარცხენა ხელით; ასე ხელები დაიკავეთ მკერდის დონეზე და მკვეთრად გადაიხარეთ წინ. თუკი ყოვლედღიურად 50 – ჯერ შეასრულებთ ამ ვარჯიშს, 1 კვირაში შეატყობთ, რომ თქვენი მკერდი უფრო მკვრივი გახდა.

გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში

გადასვლა ახალ გვერდზე