თუ თვალს გადავავლებთ მეცნიერულ აღმოჩენათა ისტორიას, ჩვენ არ გაგვიჭირდება იმის დადგენა, რომ მრავალი დიდი აღმოჩენა გააკეთეს ,,დილეტანტებმა" ან თუნდაც სულაც იმ თვითნასწავლმა ადამიანებმა, რომლებიც რაღაც იდეით იყვნენ შეპყრობილნი.

ისინი არ სცნობდნენ რა იყო სპეციალური განათლების მუხრუჭი და თავისუფლად არღვევდნენ აკადემიურ ტრადიციებს.

XVII საუკუნის უდიდესი გერმანელი ფიზიკოსი – ოტო ფონ გერიკე (1602-1686 ) განათლებით იურისტი იყო;

დე პაპენი – მედიკოსი;

ბენჯამინ ფრანკლინს (1706-1790) არავითარი სასკოლო ან უმაღლესი განათლება არ მიუღია ისე გახდა არა მხოლოდ დიდი პოლიტიკოსი, არამედ დიდი მეცნიერიც;

ელექტრონის აღმომჩენი დიდი იტალიელი ანატომი და ფიზიოლოგი ლუიჯი გალვანი (1737- 1798) პროფესიით მედიკოსი გახლდათ.

დიდმა გერმანელმა ფიზიკოსმა და ქიმიკოსმა – იოზეფ ფრაუნჰოფერმა (1787-1826), რომელიც ავტორია სპექტრზე დაწერილი ცნობილი ნაშრომებისა, თოთხმეტ წლამდე წერა-კითხვაც კი არ იცოდა;

გენიალური ინგლისელი ქიმიკოსი ,ბუნებისმეტყველი და ფიზიკოსი – მაიკლ ფარადეი (1791- 1867) რომელიც მჭედლის შვილი იყო,თავისი კარიერა წიგნის მკინძაობით დაიწყო;

დიდი გერმანელი ფიზიკოსი რობერტ იულიუს მაიერი (1814-1878),რომელმაც ენერგიის მუდმივობის კანონი აღმოაჩინა, პროფესიით ექიმი გახლდათ;

ექიმი იყო უდიდესი გერმანელი ფიზიკოსი ჰერმან ლუდვიგ ჰელმჰოლციც (1821-1894), რომელმაც ოცდაექვსი წლის ასაკში გამოქავეყნა იმავე თემისადმი მიძღვნილი თავისი პირველი ნაშრომი;

გამოჩენილმა ფრანგმა მათემატიკოსმა და ფიზიკოსმა ჟორჟ ლუი ლეკლერკ დე ბიუფენმა (1707-1788) თავისი ყველაზე ცნობილი ნაშრომები გეოლოგიას მიუძღვნა;

პირველი ელექტრონის ტელეგრაფის კონსტრუქტორი თომას ზემერინგი ანატომიის პროფესორი გახლდათ;

დიდი ამერიკელი გამომგონებელი სემიუელ ფინლი ბრიზ მორზე (1791-1872) ისევე როგორც ცნობილი ფრანგი გამომგონებელი ფოტოგრაფიის დარგში ლუი დაგერი (1787-1851) მხატვარი იყო. პირველმა სატელეგრაფო ანბანი შექმნა, ხოლო მეორემ კი ფოტოგრაფია გამოიგონა;

გერმანელმა საჰაერო ხომალდების მწარმოებელმა ფერდინანდ ფონ ცეპელინმა (1838-1917) რომელმაც მართული მფრინავი ხომალდი შექმნა, პროფესიით სამხედრო პირი, კერძოდ გენერალი გახლდათ…

ამ ჩამონათვალს ბოლო არ უჩანს. საყურადღებოა ის გარემოება, რომ თავდაპირველად თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი ,,დილეტანტი” მეცნიერის საქმიანობას თანს სდევდა დაცინვა და აბუჩად აგდება.

თუმცა ეს ადამიანები და მათი ქმნილებები რომ მეცნიერების ისტორიიდან ამოვშალოთ,ფაქტია – მეცნიერების მყარი შენობა უცილობლივ დანგრევის წინაშე აღმოჩნდება. SHARE

გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში

გადასვლა ახალ გვერდზე