ემოციური ძალადობა – არის სიტყვები და მოქმედებები, რომლებიც არღვევენ სწორ ემოციონალურ განვითარებას და ბავშვის საზოგადოებრივ ადაპტაციას.​

​ემოციური ძალადობა შესაძლებელია იყოს 2 სახის:

1. ემოციონალური გულგრილობა, რომელიც ვლინდება გულცივობაში და უყურადღებობაში ბავშვის საჭიროებების მიმართ. მშობლების მოქმედების ეს სქემა ართმევს ბავშვ მისთვის საჭირო ყურადღებას, დახმარებას, ხელის შეწყობას. ან, სხვა სიტუაციაში, ამ მოთხოვნილებათა დონე არ შეესაბამება იმასთან თუ რის მიცემა შეუძლიათ მშობლებს თავისი შვილისათვის.

2. თვით ემოციური ძალადობა, რომელიც მოიცავს ბავშვის აღზრდის ისეთ პრინციპებს, როგორიც არის ძალის გამოყენება, დამცირება, აბუჩად აგდება და იგნორირება.

სპეციალისტები გამოყოფენ ემოციური ძალადობის 11 ნაირსახეობას, რომელსაც აქვს პირდაპირი კავშირი ბავშვის კონტროლის პრობლემასთან, – გაუცხოება, უგულვებელყოფა, ტერორი, გულგრილობა, გამოყენება, ყოველიმხრივი კონტროლი, დამცირება, სისასტიკე, ალოგიკურობა და უგულობა.

ემოციური ძალადობის შედეგები

ემოციური ძალადობის გამოცნობა, როგორც წესი, რთულია, რადგანაც ვერც ბავშვი და ვერც  მშობლები ვერ იქნებიან თავის დროზე უზრუნველყოფილნი სათანადო დახმარებით პროფესიონალთა მხრიდან.  ფიზიკური ძალადობა შესაძლებელია გაარჩიო  ბავშვის სიტყვებიდან ან მის სხეულზე ნაცემების კვალით. ხოლო ემოციური ძალადობის გარჩევა ძალიან რთულია, რადგან ბავშვმა შიშის გამო შეიძლება საერთოდ არ გამოავლინოს არანაირი ნიშანი.

ამასობაში, ბავშვის ფსიქიკაში რჩება ღრმა ნაწიბურები, რომლებმაც შეიძლება დიდი გავლენა მოახდინონ მის მომავალ ცხოვრებაზე.

ემოციური ძალადობის ძირითადი შედეგებია დაბალი თვითშეფასება და კომპლექსურობა, პრობლემები პირად ურთიერთობების აწყობისას. დაკომპლექსება ხდება ბავშვის იმაში დარწმუნების მიზეზი, რომ ყველა დანარჩნები კარგებია არიან ის კი ცუდი, არაჭკვიანი, რომ მის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება სრულად გამართლებულია. შედეგად ბავშვის ემოციური განვითარება ძლიერ ფერხდება, რადგან საკუთარ ემოციებში გაურკვევლობის გამო ის შემდგომში ვერ შეძლებს ირგვლივმყოფების ემოციის გაგებას. ყველაფერი ეს გადაიზრდება უნდობლობაში, რაც ხელს უშლის ინტერპერსონალური ურთიერთობების აწყობას.​

როგორ ებრძოლონ მშობლები ბავშვთა ემოციურ ძალადობას

- პირველ რიგში აუცილებელია გაჩერდე და კარგად გაანალიზო პრობლემა მართლაც მდგომარეობს ბავშვში თუ არა; 
დამშვიდება. იმის წინ სანამ მთელ გაბრაზებას გამოფრქვავ ბავშვზე აუცუილებელია დამშვიდება.
ისაუბრო არსებულ პრობლემაზე. მოცემულ სიტუაციაში შესაძლებელია დიდი დახმარება გაგიწიონ ახლო ნათესავებმა და მეგობრებმა.  შეიძლება დაინტერესდეთ თუ როგორ იქცევიან ისინი მსგავსს სიტუაციაში.  იმ ფაქტის გააზრება, რომ ამდაგვარი პრობლემები შესაძლებელია ქონდეს სხვებსაც ამშვიდებს.
შესაძლებელია ჩაეწეროთ მშობელთა დახმარების ჯგუფში, სადაც ასწავლიან ბავშვის აღზრდის სწორ და ეფექტურ მეთოდებს. აუცილებეკლია ითქვას, რომ ბავშვები უფრო  ორჩილად იქცევიან, როდესაც ისინი გძნბენ მშობლების სიყვარულს, რომ ისინი შეიძლება მათ არამხოლოდ ეჩხუბონ არამედ შეაქონ კიდეც.
მიმართო კვალიფიციურ სპეციალისტებს და მიხვდე, რომ ამაში არ არის არაფერი სასირცხვილო. პროფესიონალი დახეხმარებათ ბავშვისადმი არსებული დამოკიდებულების გამოვლენაში და შეარჩევს პრობლემის გადაწყვეტის გზას.

როგორ უნდა დაეხმაროთ ემოციური  ძალადობის ქვეშ მყოფ ბავშვს:

აუცილებელია რაც შეიძლება მეტი ყურადღების მიქცევა და ხშირად იმის თქმა, რომ მშობლებს ის უყვარს;
ბავშვს უნდა ჰქონდეს მშობლებზე დაყრდნობის საშუალება. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ გაბრაზებულ მშობლებსაც უნდა უყვარდეს ბავშვი;
აუცილებელი ბავშვის დამსახურებული შექება, მისი დადებითი თვისებების დაფასება, კარგი საქციელების წახალისება;
უნდა ასწავლოთ ბავშვს სირთულეების გადალახვა. არავინ არ არის იდეალური, ყველა შეიძლება შეცდეს. და ყოველი წარუმატებლობა წარმოადგენს წინსვლისადმი ბიძგს;
ბავშვიც ადამიანია და მას უნდა, რომ მისი სურვილებს და გრძნობებს ეცეს პატივი, ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ბავშვის მოთხოვნების მნიშვნელობის არ დაფასება.

გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში

გადასვლა ახალ გვერდზე