სოკრატე იმდენად მოკრძალებული ცხოვრების წესით გამოირჩეოდა, რომ დღესასწაულების გარდა ფეხსაცმელსაც კი არ ატარებდა. მიუხედავად ამისა, სოკრატე ბაზრობების ხშირი სტუმარი იყო.

სოკრატეს ასეთი საქციელი კი მისი ერთ-ერთი მეგობრის გაოცებას იწვევდა და ერთ დღესაც მან დიდ ფილოსოფოსს ჰკითხა,თუ რატომ დადიოდა ბაზარში მაშინ, როდესაც იგი იქ არაფერს ყიდულობდა. შეკითხვაზე სოკრატემ მეგობარს შემდეგი პასუხი გასცა:

,,თქვენ აბსოლუტურად სწორი შეკითხვა დამისვით, იმის შესახებ თუ რატომ დავდივარ ბაზარში მაშინ, როდესაც იქ არაფერს ვყიდულობ. გულწრფელად გეტყვი, რომ ბაზარში სიარული ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს, რადგან ყოველდღიურად ვრწმუნდები იმაში, თუ რამდენი ნივთი და საგანი არსებობს ამ სამყაროში ისეთი, რომელთა გარეშე ცხოვრება სასიამოვნოა და რომელთა გარეშეც თავს შესანიშნავად ვგრძნობ!”

გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში

გადასვლა ახალ გვერდზე