პაულო კოელიო მორწმუნე კათოლიკეების ოჯახში გაიზარდა და იეზუიტების სკოლაში დადიოდა. ბავშვობიდანვე იცოდა, რომ მწერლობა უნდოდა, თუმცა, მის მშობლებს სურდათ, რომ მათი შვილი ინჟინერი გამოსულიყო.

,,ჩემმა მშობლებმა ყველაფერი სცადეს, რათა გადავერწმუნებინე" — განაცხადა პაულომ ინტერვიუში, — ,,მოსყიდვაც კი სცადეს. მერე მსუბუქი სასმელების საყიდლად მოცემული ფულიც წამართვეს. ამის შემდეგ ფსიქიატრთან მიმიყვანეს, ბოლოს კი იმედი დაკარგეს და თქვეს - ეს ბიჭი შეშლილია. გვიყვარს, თუმცა, შეშლილიაო'".

17 წლის ასაკის შემდეგ, კოელიო მშობლებმა სამჯერ დატოვეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, თუმცა, იგი სამჯერვე გაიქცა და ოცნება მაინც აისრულა. დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მწერალია, რომლის წიგნები 350 მილიონ ეგზემპლარადაა მსოფლიოში გაყიდული.

გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში

გადასვლა ახალ გვერდზე