​ჩეხი  ქალბატონი ვერა ჩერვაკი, რომელსაც მიაწოდეს ინფორმაცია მეუღლის ღალატის შესახებ, სტრესში ჩავარდა, რის შედეგადაც თავის მოკვლის მიზნით საკუთარი ბინის მესამე სართულის ფანჯრიდან გადახტა. ამ დროს კი მისი მეუღლე სახლში ბრუნდებოდა და სწორედ იმ ფანჯრის დაბლა იმყოფებოდა საიდანაც მისი ცოლი გადმოხტა. უცნაურია ის ფაქტი, რომ ქალი სწორედ მას დაეცა თავზე და ადგილზევე მოკლა იგი. თავად ვერა კი ტრამვების შედეგად ჰოსპიტალში მოხვდა, საიდანაც მალევე გამოწერეს.

უმუშევრობისაგან და სიღარიბისაგან გაწამებულმა, დეპრესიაში მყოფმა 42 წლის იტალიელმა რომოლო რიბოლა, თვითმკვლელობა გადაწყვიტა. იგი თავის მოსაკლავად სამზარეულოში გავიდა, რა დროსაც მას მეუღლემ შეუსწრო. ცოლმა დიდი ვედრებისა და ხვეწნის შემდეგ ქმარს სუიციდის ჩადენა გადააფიქრებინა. და როდესაც მისმა მეუღლემ იარაღი ძირს გამეტებით დაახეთქა, ტყვია გავარდა და ისედაც გაუბედურებულ რომოლოს მეუღლეს მოხვდა, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა.

2005 წელს ინტერნეტ-თამაშების ერთ-ერთმა ფანატიკოსმა მოთამაშემ, 28 წლის კორეელმა ლე სეუნგ სეოპმა ინტერნეტ-კაფეში Starcraft-ის თამაში დაიწყო, რომელიც შეუსვენებლად 50 საათი გაგრძელდა. ალბათ იგი კიდევ დიდხანს ითამაშებდა,რომ არა მისი გონებრივი და ფიზიკური გადაღლილობისაგან გამოწვეული სიკვდილი.

ამერიკელი ტელეწამყვანი კრისტინ ჩაბაკი ერთადერთი ჟურნალისტია ,რომელმაც თვითმკვლელობა პირდაპირი სატელევიზიო ეთერი” დროს ჩაიდინა. მას ევალებოდა გაეკეთებინა კრიმინალური სახის ქრონიკები და რეპორტაჟები – მკვლელობების, ჩხუბების, ძარცვების, გაუპატიურებებისა და სხვა ამგვარი ფაქტების შესახებ.ტელევიზიის ხელმძღვანელობა კი მისგან მოითხოვდა, რაც შეიძლება მეტი სისხლიანი და შოკირებადი სიუჟეტების გაკეთებას. მაშინ,როდესაც მისი ტოქ-შოუს ჩვენება მიმდინარეობდა გადაცემის დაწყებიდან მე-8 წუთზე გადაცემაში მოხდა ტექნიკური სახის პრობლემა. ამან კი მასზე იმდენად დამთრგუნველად იმიქმედა, რომ მაინც მოახერხა პირდაპირ ეთერში ჩართვა, რა დროსაც განაცხადა: ,,მხარდაჭერას ვუცხადებ ტელეკომპოანია Channel 40-ის პოლიტიკას, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა თქვენამდე მოიტანოს ახალი სიკვდილი და სისხლი. თქვენ გახდებით პირველები, ვინც იხილავთ პირველ სატელევიზიო თვითმკვლელობას”.  ამ სიტყვების შემდგომ მან ამოიღო პისტოლეტი და თავი მოიკლა.

ამერიკის ბეისბოლის გუნდის Cleveland Indians-ის მოთამაშე რეი ჩეპმენი მატჩის დროს მოწინააღმდეგე გუნდის New York Yankees-ის მოთამაშის საშინელი ძალით გამოტყორცნილი ბურთის მოხვედრის შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა.

13 წლის პაკისტანელმა სკოლის მოსწავლემ – კარმან ხანმა, პეშავარში იმის გამო, რომ მშობლებმა ახალი სასკოლო ფორმა,ფინანსური სიდუხჭირის გამო ვერ უყიდა, თავზე ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა. იგი სასწრაფოდ იქნა გადაყვანილი ადგილობრივ ჰოსპიტალში სხეულის 60%-ანი დამწვრობით,თუმცა საუბედუროდ ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ცნობილი ამერიკელი ზოოლოგი – ტიმოთი ტრედველი,დიდი სიყვარულით გამოირჩეოდა ფლორისა და ფაუნისადმი. განსაკუთრებით კი დათვების მიმართ. იმისათვის, რომ მას კარგად შეესწავლა დათვების ყოფა-ცხოვრება, მისი სიცოცხლის უკანასკნელი 30 წელი კუნძულ ალიასკაზე, სრულიად მარტომ დათვებთან ერთად გაატარა. ერთ  დღესაც, კერძოდ 2003 წელს, დათვებისა და მისი მეგობრობას მაშინ დაესვა წერტილი, როდესაც იგი მის მეირვე ,,დამეგობრებულმა” დათვებმა ცოცხლად შეჭამეს.

1981 წელს,25 წლის სტუდენტი – რენე ჰარტეველტი, რომელიც პარიზში სასწავლებლად გახლდათ ჩასული, მისივე იაპონელი თანაკურსელის – ისეი საგავას მიერ იქნა მიწვეული სადილზე. მან თანაკურსელის მიწვევა დიდსულოვნად მიიღო. როდესაც რენე თანაკურსელს ეწვია, საუბედუროდ მოკლულ იქნა მასპინძლის მიერ. სადილის ,,კერძი” კი იაპონელმა კანიბალმა, სწორედ მოკლული რენესაგან დაამზადა. მოგვიანებით – ისეი საგავა, ეტაპირებულ იქნა იაპონიაში, სადაც ფსიქიკური გადახრების გამო გამოტანილი განაჩენი შეუცვალეს და სასამართლო დარბაზიდან გაანთავისუფლეს.

ცნობილი ამერიკელი ქიმიკოსი, გამომგონებელი და ინჟინერ-მექანიკოსი – ტომას მიჯლი, 51 წლის ასაკში დაავადდა პოლიმიოლეტილის დაავადებით, რამაც იგი დააინვალიდა. სწორედ ამ პერიოდში გამოიგონა მან,განსაკუთრებული კონსტრუქციის მქონე,ურთულესი მექანიკური სისტემა საწოლისა, რომელიც მრავალი თოკისა და ბლოკისაგან შედგებოდა. 1944 წლის 2 ნოემბერს, 55 წლის ასაკში მას აერია მექანიზმში შემავალი თოკების ფუნქცია, რის გამოც საწოლის თოკები ყელზე მოეჭდო და გაგუდა.

გამოჩენილი ამერიკელი კრიტიკოსი, მიმომხილველი და ჟურნალისტი – ალექსანდრე ვულკოტი 1943 წლის 23 იანვარს ,,გულის შეტევით” მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც ძალიან ემოციურად და ტემპერამენტულად განიხილავდა საჯაროდ – ადოლფ ჰიტლერის პიროვნების საკითხს.

გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში

გადასვლა ახალ გვერდზე