ღაბაბი მხოლოდ ხანდაზმული ადამიანების პრობლემას არ წარმოადგენს, მან შეიძლება თავი იჩინოს ახალგაზრდულ ასაკშიც. ამ უსიამოვნო სიურპრიზს, შეუძლია გააფუჭოს და შეცვალოს ყველაზე ლამაზი სახეც კი.

ღაბაბს განსაკუთრებით მტკივნეულად ქალბატონები განიცდიან, რადგან მათთვის არა თუ ღაბაბი, არამედ თითოეული ნაოჭიც კი კატასტროფის ტოლფასია.

მეორე ნიკაპის (ღაბაბის) გაჩენა მოზრდილ ადამიანებში ბუნებრივი პროცესია, ღაბაბის წარმოქმნის მიზეზის ძირითადი ფაქტორებია:

- ზედმეტი წონა - თუ ღაბაბმა ახალგაზრდა ასაკში იჩინა თავი, სავარაუდოდ ზედმეტი წონა 8-10 კგ -ს. შეადგენს;
- ბეჭებში მოხრა - თავდახრილი სიარულის მავნე ჩვევა, დროთა განმავლობაში თავის არასწორი მდგომარეობის გამო კუნთები სუსტდება და ნიკაპის ქვეშ წარმოქმნილი ნაკეცი ცხიმით ივსება. ამის გამო ღაბაბი გამხდრებსაც კი შეიძლება გაუჩნდეთ;
- გენეტიკური ფაქტორები -  სახის სპეციფიკური ფორმა და მოყვანილობა;
- წონაში სწრაფად მომატება ან სწრაფი გახდომა;
- მოუხერხებელი, ძალიან რბილი და მაღალი ბალიშის გამოყენება ძილის დროს;

ადამიანის ცხვირისა და ნიკაპის საბოლოო ფორმირება ხდება 21-22 წლის ასაკში. რაც ადრეულ ეტაპზე მოხდება მის წინააღმდეგ ბრძოლა, მით უფრო თვალსაჩინო და ეფექტური იქნება შედეგი.

ღაბაბის მოცილების რამოდენიმე ეფექტური მეთოდი არსებობს:

​ვარჯიში 1 -  დადექით, გაიმართეთ მხრებში, თავზე მძიმე წიგნი დაიდეთ და ოთახში გაიარ-გამოიარეთ 5-10 წუთით. ეს ვარჯიში როგორც კისრის, ასევე ნიკაპის კუნთებს ამაგრებს და არა მარტო ღაბაბის წინააღმდეგაა ეფექტური, არამედ მხრებში გამართვაშიც დაგეხმარებათ.

ვარჯიში 2 -  დადექით სწორად, დახარეთ თავი წინ -  დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას, შემდეგ გადასწიეთ თავი უკან - დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას.

ვარჯიში 3 - დახარეთ თავი წინ, მოაბრუნეთ მარჯვენა მხრისკენ, გადასწიეთ უკან და მოაბრუნეთ მარცხენა მხრისაკენ. დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. შემდეგ გაიმეორეთ იგივე, მხოლოდ მარცხენა მხარეს.

ვარჯიში 4 - დადექით თავისუფალ მდგომარეობაში, გადასწიეთ თავი უკან, პირი მჭიდროდ დახურეთ, დაითვალეთ ათამდე, მოდუნდით და დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას.

ვარჯიში 5 - გადასწიეთ თავი უკან, შეეცადეთ ქვედა ტუჩით თითქოსდა მისწვდეთ ცხვირის წვერს, ისე რომ ქვედა ყბა იყოს გამოწეული და ზემოთ აწეული.

ვარჯიში 6 - მიიჭირეთ ხელის გული შუბლზე, თითქოსდა უკან გსურთ თავის გადაწევა, ამავდროულად კი დაძაბეთ კისრის კუნთები და წინააღმდეგობა გაუწიეთ ამ პროცესს. გააგრძელეთ 10 წამის განმავლობაში, შემდეგ გაიმეორეთ იგივე, მხოლოდ ამჟამად ხელი კეფაზე მიიჭირეთ.

ვარჯიში 7 - შეასრულეთ თავის წრიული მოძრაობები - მარჯვნიდან მარცხნივ და პირიქით, ეს ხელს უწყობს ნიკაპის ქვემოთ კუნთების გამკვრივებას.

ვარჯიში 8 -  დაიჭირეთ კბილებით ფანქარი ან ავტოკალამი და დაწერეთ ჰაერში ციფრები - 1, 3, 7, 8, 10, ან საკუთარი სახელი.
სავარჯიშოები ყოველდღიურად უნდა შესრულდეს, თითო ვარჯიში 5-7 -ჯერ.

​ძალიან ეფექტურია ვარჯიშებთან ერთად სპეციალური მასაჟები, აგრეთვე წყლის პროცედურები: დააყენეთ რომელიმე სასარგებლო მცენარის ნაყენი, მაგ. გვირილა, ორკბილა. მოათავსეთ ცივი და ცხელი ნაყენი სხვადასხვა ჭურჭელში.

დაასველეთ პირსახოცი ცხელ ნაყენში და მიიდეთ ღაბაბზე 5 წუთის განმავლობაში, შემდეგ იგივე ცივი ნაყენით გაიმეორეთ.

გაშალეთ პირსახოცი სიგრძეზე, დაასველეთ ზემოთ აღნიშნულ ნაყენში (შეიძლება ჩვეულებრივ წყალშიც), მსუბუქად გაწურეთ, ბოლოებში მოკიდეთ ორივე ხელი, გადასწიეთ თავი და  ნიკაპს ქვემოთ იტყაპუნეთ დაახლოებით 10-15 ჯერ. შემდეგ ნიკაპი და კისერი გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში

გადასვლა ახალ გვერდზე