Image description

ღამით შიმშილის გრძნობა ბევრს დიდ დისკომფორტს უქმნის, ამ შეგრძნებას თან ახლავს მოუსვენრობა, შფოთვა, გაურკვევლობა, უძილობა; იმისათვის რომ ეს არ დაგემართოთ, გთავაზობთ რეკომებდაციებს:


ჭამეთ რეგულარულად, ყოველ სამ საათში მცირე ულუფებით;


მიირთვით დიეტური ხორცეული: კურდღელი, ინდაური, ქათამი, წიწილა;


უპირატესობა მიანიჭეთ თევზეულსა და ზღვის პროდუქტებს;


საკვებ რაციონში ჩართეთ ადვილად ასათვისებელი ცილები: ხაჭო, კვერცხი და მაწონი;


მიირთვით 200-300 გრამი ხორცი, ხაჭო და კვერცხი;


გამორიცხეთ ალკოჰოლი, ის იწვევს სისხლძარღვების სპაზმსა და არტერიული წნევის მომატებას;


საკვები რაციონი გაამდიდრეთ ხილითა და ბოსტნეულით. სეზონური ხილი და კენკრა მიირთვით როგორც მთავარი კერძი, ერთ-ერთ ულუფად და არა სხვა კერძის შემდეგ;


აკონტროლეთ წყლის სმის რეჟიმი, დალიეთ სულ მცირე 1,5 ლიტრი წყალი დღეში, ნუ დაელოდებით წყურვილის შეგრძნებას.

Image description
გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში

გადასვლა ახალ გვერდზე