ქართველი პოეტი და მთარგმნელი გრიგოლ აბაშიძე ფენომენური მეხსიერებით იყო დაჯილდოებული, თან ხუმრობაც ძალიან უყვარდა.

ერთხელ ირაკლი აბაშიძესთან ცნობილი პოეტები იყვნენ შეკრებილები, სადაც გრიგოლ აბაშიძეც იყო მიწვეული.

სტუმრებმა გალაკტიონს ახალი ლექსის წაკითხვა სთხოვეს და მანაც საკმაოდ გრძელი ლექსი წაიკითხა.

ცოტა ხანში, ოთახში დაგვიანებული გრიგოლ აბაშიძე შემოვიდა.

სტუმრებმა მასაც სთხოვეს ლექსის წაკითხვა და გრიგოლმა სწორედ ის ლექსი წაიკითხა თავიდან ბოლომდე, რომელიც სულ რაღაც ათიოდე წუთის წინ გალაკტიონმა...

განცვიფრებული გალაკტიონი გრიგოლს მივარდა და გაოცებულმა ჰკითხა:

– როდის დაწერე ეს ლექსი?

– წუხელ, – მიუგო გრიგოლმა.

– მეც წუხელ დავწერე ზუსტად ასეთი ლექსი და საოცრებაა, რომ ორივემ ერთდროულად დავწერეთო, – თქვა მიამიტმა პოეტების მეფემ.

საქმე კი ის იყო, რომ ახალმოსული გრიგოლ აბაშიძე კართან იდგა და ისმენდა გალაკტიონის ლექსს. თავისი მეხსიერების წყალობით კი აბსოლუტურად ზუსტად დაიმახსოვრა და დიდ პოეტს ამგაგვარად გაეხუმრა.

გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში

გადასვლა ახალ გვერდზე