ილია ჭავჭავაძემ სპეციალურად ისწავლა ინგლისური, რომ შექსპირის ,,მეფე ლირი" ეთარგმნა, თვითონვე იყო ლირის როლის პირველი შემსრულებელი საქართველოში.
ამით თეატრის პოპულარიზაციასთან ერთად ქართული ენის გადარჩენას შეუწყო ხელი.
თეატრის აღდგენის იდეით შეშინებულმა რუსებმა გამოსცეს დადგენილება, რომლის მიხედვით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ქართულად ლაპარაკი აიკრძალა.
ილიამ გამოსავალი მოიფიქრა და სპექტაკლი წარმოადგინა ცოცხალი სურათების სახით; ამასთან, შეაკერინა დიდი ბიაზის ოთახი, დადგა სცენის კუთხეში და დასვა ბარბარე ჯორჯაძე, რომელიც ხმამაღლა კითხულობდა იმ ტექსტს, რისი შესატყვისი მოქმედება ვითარდებოდა სცენაზე.
დარბაზში ჟანდარმები შევარდნენ, რათა ახლად გამოცემული დადგენილების დარღვევისთვის არტისტები დაეჭირათ.
მათ ილია გადაუდგა წინ და მიუგო, რომ დადგენილებაში მითითებული იყო მასობრივი თავშეყრის ადგილები, ბარბარე კი თავისთვის ზის ოთახში და ხმამაღლა კითხულობს ,,მეფე ლირსო";
სწორედ, ილიას თაოსნობით აღდა და გაიხსნა ქართული თეატრი 1879 წელს ბარბარე ჯორჯაძის პიესით ,,რას ვეძებდი და რა ვიპოვნე"


