მანუელ პალიარესის მოგონებებიდან პიკასოს შესახებ:
,,პიკასო უჩვეულოდ ნათელი პიროვნება იყო. სიმპათიური მოზარდი, უფრო ნიჭიერი, ვიდრე სხვა მოსწავლეები, რომლებიც მასზე ხუთი თუ ექვსი წლით უფროსები იყვნენ.
არც ხასიათი, არც საქციელი არ შეესაბამებოდა თხუთმეტი წლის ასაკის ბიჭს. იგი ძალიან მალე გაიზარდა.
მისი უნარი, ხელის სისწრაფე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ირგვლივ მყოფებზე.
რასაც მასწავლებლები ხსნიდნენ ნაკლებად აინტერესებდა, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ მათ ყურადღებას არ აქცევდა.
განსაკუთრებული დაკვირვების უნარს ფლობდა. ქუჩაში, კაფეში ყველაფერს ამჩნევდა და შეეძლო ეს ყველაფერი რამდენიმე თვის მერე აღედგინა…
ზოგჯერ ძალიან აღგზნებული იყო. ხანდახან საათობით დუმდა.
არასოდეს იყო ექსპანსიური. ხშირად ფეთქდებოდა, მაგრამ ძალიან მალე აჰყავდა თავი ხელში.
ის გრძნობდა თავის უპირატესობას სხვებზე, მაგრამ ხაზს არ უსვამდა ამას.
შეეძლო მოულოდნელად ჩაძირულიყო მელანქოლიაში, თითქოს რაღაც სევდიანზე ფიქრობდა; ამ დროს მისი სახე მწუხარე ხდებოდა, თვალები კი ნაღვლიანი.
პაბლო რუის ი პიკასო ნებისმიერი სახის შრომას უდიდეს პატივს მიაგებდა, განსასკუთრებით კი ხელოვანისას, რასაც ხშირად აღნიშნავდა კიდეც: ,,მე მჯერა შრომის. ხელოვნება კი დიდ შრომას მოითხოვს, როგორც ფიზიკურს, ასევე გონებრივს”.