მოგზაურობა საქართველოს წარსულში (ტესტი) უპასუხეთ 10 შეკითხვას და გაიგეთ რამდენად კარგად იცნობთ საქართველოს წარსულს: 1. დაახლოებით რამდენი წლის წინ ცხოვრობდნენ პირველი ევროპელები — ზეზვა და მზია საქართველოს ტერიტორიაზე? 1 მილიონი წლის წინ 1,5 მილიონი წლის წინ 1,8 მილიონი წლის წინ 2,3 მილიონი წლის წინ 2. ჩამოთვლილთაგან რომელია კოლხეთის სამეფოს ძველქართული სახელწოდება? კოლხიდა ეგრისი აია ლაზიკა 3. ბერძნული მითოლოგიის თანახმად, კოლხეთში მოგზაურობისას არგონავტებმა ვის მოჰპარეს ოქროს საწმისი? ჰელიოსს პრომეთეს აიეტს იასონს 4. საქართველოს ისტორიის რომელი მნიშვნელოვანი მოვლენა უკავშირდება დავით აღმაშენებლის მმართველობას? დიდგორის ბრძოლაში გამარჯვება რუის-ურბნისის კრება თბილისის შემოერთება ყველა ჩამოთვლილი 5. რომელ მეფეს დაეხმარნენ მნიშვნელოვანი შიდაკონფლიქტის გადაწყვეტაში დიდგვაროვნები კრავაი ჯაყელი და ხუაშაქ ცოქალი? თამარ მეფეს ბაგრატ მესამეს ერეკლე მეორეს გიორგი ბრწყინვალეს 6. რომელ წელს და ვის მიერ გამოიცა პირველად "ვეფხისტყაოსანი" ბეჭდური სახით? 1886 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ 1853 წელს იაკობ გოგებაშვილის მიერ 1712 წელს ვახტანგ მეექვსის მიერ 1706 წელს სულხან-საბა ორბელიანის მიერ 7. რომელი წლიდან ეწეოდა წმინდა ნინო ქრისტიანობის ქადაგებას საქართველოში? 223 წლიდან 323 წლიდან 423 წლიდან 523 წლიდან 8. 1919 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს დამფუძნებელთა კრებაში რამდენი ქალი წევრი იყო? ათი არცერთი ერთი ხუთი 9. რამდენ ხანს იარსება 1918 წელს შექმნილმა საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ? თითქმის ერთი წელი შვიდი წელი სამ წელზე ნაკლები ათი წელი 10. როდის მიიღო საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი? 1989 წლის 9 აპრილს 1991 წლის 31 მარტი 1991 წლის 26 მაისს 1991 წლის 9 აპრილს შედეგის გამოთვლა შედეგი: Share