​,,Good luck, Mr. Gorsky''! (წარმატებები, მისტერ გორსკი!) - ეს სიტყვები, წარმოთქვა მისია აპოლოს ასტრონავტმა ნილ არმსტრონგმა, როდესაც ის პირველად დაეშვა მთვარეზე.

ზოგ ადამიანს ეგონა, რომ ეს იყო შემთხვევითი შენიშვნა და ეხებოდა ზოგიერთ კონკურენტ საბჭოთა ასტრონავტს, მაგრამ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ არც ამერიკაში და არც რუსეთში საჰაერო პროგრამაში ასეთი გვარი არ არსებობდა.

წლების განმავლობაში ბევრმა ადამიანმა მოინდომა ამ საიდუმლოს გაგება და ეკითხებოდნენ არმსტრონგს თუ რას ნიშნავდა ეს სიტყვები: '' Good luck, Mr. Gorsky''! - რაზეც ასტრონავტი მხოლოდ ღიმილით პასუხობდა.

1995 წლის 5 ივლისს, სატელევიზიო შოუში ''Tampa Bay FL'', როდესაც არმსტრონგი პასუხობდა კითხვებს, რეპორტიორმა 26 წლის წინ წარმოთქმული სიტყვები გაახსენა ასტრონავტს, ნილ არმსტრონგმა საბოლოოდ ახადა ფარდა საიდუმლოს რადგან ბატონი გორსკი უკვე გარდაცვლილი იყო და შეეძლო კითხვაზე პასუხის გაცემა.

როდესაც ნილ არმსტრონგი ბავშვი იყო, ის თამაშობდა ბეისბოლს მის ერთ-ერთ მეგობართან ერთად. მისმა მეგობარმა ბურთი საკმაოდ შორს მოისროლა და მეზობლების, მისტერ და მისის გორსკების საძინებლის ფანჯარასთან დავარდა.

როდესაც არმსტრონგი მივიდა ბურთის ასაღებად, მან გაიგონა მისის გორსკის ყვირილი: '' სექსი? სექსი გინდა?! ჩვენ გვექნება სექსი მხოლოდ მას შემდეგ, როცა ის ბიჭუნა, ნილი, რომელიც ჩვენს გვერდით ცხოვრობს მთვარეზე გაივლის!''

გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში

გადასვლა ახალ გვერდზე