ნობელის პრემია - ყოველწლიური საერთაშორისო ჯილდო, რომლითაც შვედეთისა და ნორვეგიის ინსტიტუტები აჯილდოვებენ ადამიანებს კაცობრიობის წინაშე მნიშნელოვანი მიღწევებისთვის აკადემიურ, კულტურულ და სამეცნიერო სფეროებში.
1895 წელს შვედი ქიმიკოსის, ინჟინერისა და ინდუსტრიალისტის, ალფრედ ნობელის ანდერძმა, საფუძველი ჩაუყარა ნობელის პრემიის დაარსებას.
1901 წელს პრემია პირველად გაიცა: ქიმიის, ლიტერატურის, მშვიდობის, ფიზიკის, ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგებში. დღესდღეობით კი, ნობელის პრემია ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ მიიჩნევა.
შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემია ნობელის პრემიას გასცემს ქიმიისა და ფიზიკის დარგებში.
შვედეთის ცენტრალური ბანკი, რიკსბანკი კი ეკონომიკურ მეცნიერებათა დარგში.
ნობელის პრემია გაიცემა კაროლინსკას ინსტიტუტის მიერ ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში.
შვედეთის აკადემია პრემიას გასცემს ლიტერატურის დარგში.
ნორვეგიის ნობელის კომიტეტი ჯილდოს გასცემს მშვიდობის დარგში.
1901 და 2022 წლებში, ნობელის პრემია გაცემულ იქნა 609-ჯერ, 952 პირსა და ორგანიზაციაზე. თუმცა, პრემიას რამდენჯერმე ერთი და იმავე გამარჯვებული ჰყავდა, რის გამოც დაჯილდოვებულ ინდივიდუალურ პირთა რაოდენობა შეადგენს 908-ს, ხოლო ორგანიზაციათა რაოდენობა 27-ს.
ყოველწლიური დაჯილდოვების ცერემონია იმართება სტოკჰოლმში, შვედეთში, გარდა მშვიდობის დარგში დაჯილდოვებისა, რომელსაც მასპინძლობს ნორვეგიის დედაქალაქი ოსლო.
თითოეული გამარჯვებული, რომლებიც იწოდებიან ლაურეატებად, ჯილდოვდება ოქროს მედლით, დიპლომითა და თანხით, რომლის ოდენობაც განისაზღვრება ნობელის ფონდის მიერ (2020 წლისთვის ეს თანხა შეადგენს 9,000,000 შვედურ კრონს, რაც დაახლოებით არის 935,366 ამერიკული დოლარი და 848,678 ევრო).
ნობელის პრემია არ ითვალისწინებს გარდაცვლილი პირის დაჯილდოვებას, თუმცა თუ პიროვნება გარდაიცვლება ლაურეანტად გამოცხადების შემდეგ პრიზის მიღებამდე, ასეთ შემთხვევაში პრიზი კვლავ მის საკუთრებად ითვლება. ნობელის პრემია არ შეიძლება გადაეცეს სამზე მეტი ადამიანისგან შემდგარ ჯგუფს, მსგავსი შეზღუდვა არ მოქმედებს ორგანიზაციის ლაურეანტად დასახელებისას.