პლასტიკური ბარათის დაარსებას საფუძველი 1949 წელს ჩაუყარა ერთობ უხერხულმა სიტუაციამ:
საკრედიტო კომპანიის “Hamilton Credit Corporation”-ის ხელმძღვანელმა ფრენკ მაკნამარამ, რომელმაც მეგობრებთან ერთად ნიუ-იორკში განთავსებულ ერთ-ერთ რესტორანში ივახშმა აღმოაჩინა რომ ის ნაღდი ფული, რომელიც მას ხელზე გააჩნდა, საკმარისი არ იყო რესტორნის საფასურის დასაფარად.
უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილი მაკნამარა იძულებული გახდა საკუთარი მეუღლისათვის დაერეკა და იმ თანხის მიტანა ეთხოვა,რომელიც ვალის დასაფარად იყო საჭირო.
აღნიშნულმა სიტუაციამ შთააგონა ფრენკი შეექმნა ისეთი უნივერსალური პლასტიკური ბარათი, რომელიც ნაღდი ფულის ნაცვლად ფულადი დოკუმენტის ფუნქციას შეასრულებდა.
მალევე, 1950 წლის 28 იანვარს ფრენკ მაკნამარას კომპანიამ ხმარებაში ჩაუშვა პირველი პლასტიკური ბარათები, რომლებმაც მალე მოიპოვეს დიდი პოპულარობა და ელვისებური სისწრაფით დაიწყო ბარათების მომხმარბელთა რაოდენობის ზრდა.


