თუ მთელი ღამე თვალიც ვერ მოხუჭეთ, მხოლოდ დილით ჩაგთვლიმათ, წინ კი დაძაბული სამუშაო დღე გელით,

ასეთ შემთხვევაში, ძალების აღსადგენად გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც ძალების სწრაფად აღდგენაში დაგეხმარებათ:

  • მიიღეთ კონტრასტული შხაპი;
  • მიირთვით 1 ს/კ თაფლი და დალიეთ ცივი წყალი;
  • 3-4 წუთის განმავლობაში ივარცხნეთ თმა;
  • იპოვეთ კვირისტავთან პატარა ჩაღრმავება და ცერა თითით 1-2 წუთის განმავლობაში იზილეთ;
  • სამსახურში მისვლისთანავე სავარძელში ჩაჯექით, მაგრად დახუჭეთ თვალები, ორივე ხელის თითები გადააჯვარედინეთ და სხეული დაჭიმეთ.

როცა მნიშვნელოვანი სამსახურებრივი შეხვედრა გელით:

  • ყინულით ან ცივ წყალში დასველებული ხელსახოცით კარგად დაიზილეთ კისრისა და ყელის მიდამოები – ასეთი ქმედებით, ყურადღების უკეთ კონცენტრირებას შეძლებთ;
  • რამდენჯერმე მოხარეთ და გაშალეთ თითები – უკეთ განეწყობით სამუშაოდ;

როცა უსიამოვნო შეხვედრა გელით:

  • დაიმახსოვრეთ, რომ ამ დროს ძალზე მნიშვნელოვანია ენერგეტიკული თავდაცვა. საუბრის დროს, ხელები და ფეხები გადააჯვარედინეთ და არავითარ შემთხვევაში არ უყუროთ თანამოსაუბრეს თვალებში.

როდესაც შინაგანად აფორიაქებული ხართ:

  • დასამშვიდებლად ცივი წყალი დალიეთ;
  • 1-2 წუთის განვალობაში ისრისეთ ჯერ ყურის ბიბილოები, შემდეგ – ნიჟარები; ბოლოს კი კისერი დაიზილეთ.

თუკი სამუშაო დღის ბოლოს თავს გამოფიტულად იგრძნობთ, შინ კი თქვენს ყურადღებას და სითბოს მონატრებული ოჯახის წევრები გელიან:
  • ჩამოირეცხეთ მთელი დღის უარყოფითი ემოციები კონტრასტული შხაპის დახმარებით;
  • 5 წუთით მაინც წამოწექით, დახუჭეთ თვალები და ეცადეთ, არაფერზე იფიქროთ;
  • რამდენჯემე მოხარეთ და გაშალეთ თითები, რაც ყურადღების კონცენტრირებაში დაგეხმარებათ;
  • რამდენჯერმე დახუჭეთ და გაახილეთ თვალები.

დაბოლოს: არასდროს დაიძინოთ ვინმეზე ნაწყენმა ან ნაჩხუბარმა. თუ დამნაშავე ხართ, ყოველთვის დროულად მოიხადეთ ბოდიში. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ მშვიდად დაძინებას.​

გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში

გადასვლა ახალ გვერდზე