მამაკაცების უმეტესობა იშვიათად ფიქრობს პროსტატაზე, სანამ ის პრობლემებს არ გამოიწვევს. ასაკის მატებასთან ერთად თითქმის ყველა მამაკაცს მეტ-ნაკლებად აქვს შანსი შეექმნას პროსტატაზე პრობლემები
ასაკთან ერთად პროსტატის ჯირკვალი იზრდება. ეს პროცესი იწყება 30 წლის ასაკიდან. 50 წელს მიღწეული მამაკაცების დაახლოებით ნახევარს აღენიშნება პროსტატის გადიდება.
ვითარდებს წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მამაკაცი ვერ ამჩნევს განსხვავებას, ბევრი განიცდის სიმპტომებს, რომლებიც შეიძლება საკმაოდ დამღლელი იყოს.
გადიდებული პროსტატა ზეწოლას ახდენს ურეთრაზე, მილზე, რომლის მეშვეობითაც შარდი ორგანიზმიდან გამოდის. ამის პირველი ნიშანი ხშირად, ნაკადის შესუსტებაა. მამაკაცებმა შეიძლება იგრძნონ მოშარდვის უფრო მწვავე მოთხოვნილება ან ტკივილი შარდვისას. ბევრი ამბობს, რომ ღამღამობით ხშირად უწევთ ადგომა, რადგან შარდის ბუშტი კარგად არ იცლება. ზოგიერთს აღენიშნება შარდის შეუკავებლობა და სექსუალური დისფუნქცია.
მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ვერ შეაჩერებთ პროსტატის გადიდებას, შეგიძლიათ მინიმუმამდე დაიყვანოთ მისი გავლენა თქვენი ცხოვრების ხარისხზე.
თუ სიმპტომები გაქვთ, ახლა არსებობს სხვადასხვა მედიკამენტები, რომლებიც დაგეხმარებათ პროსტატის 30 პროცენტამდე შემცირებაში. თუ ესეც არ შველის, არსებობს რამდენიმე მინიმალური ინვაზიური პროცედურა, რომელიც ასევე შეიძლება დაგეხმაროთ.
მაგრამ ასევე არის სამი ძირითადი მეთოდი, რომელიც ყველა მამაკაცს შეუძლია გააკეთოს ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, რათა პროსტატის მაქსიმალურად ჯანმრთელად შეინარჩუნოთ .
ავარჯიშეთ წინადებარე ჯირკვალი, ანუ გამოიყენეთ რაც შეიძლება ხშირად მისი დანიშნულისამებრ
მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერული მტკიცებულებები ჯერ კიდევ შეზღუდულია, ლოგიკურია, რომ პროსტატის ჯირკვლის რეგულარულად გამოყენება, რისთისაც არის ის შექმნილი - სათესლე სითხის გამომუშავება და მისი სხეულიდან გამოტყორცნა - უფრო მომგებიანი იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში, ვიდრე მისი საერთოდ არ გამოყენება. ანუ რაც მეტი სექსი უკეთესია, პარტნიორის ან სულაც პარტნიორის გარეშეც.
იარეთ ფეხით
ბევრი იარეთ ფეხით, იცურავეთ, ითამაშეთ ტენისი, მოკლედ დაიმახსოვრეთ, დივანზე ჯდომას და კოტრიალს ეს ყველაფერი სჯობს.
მიიღეთ ბევრი ბოსტნეული და შეამცირეთ ხორც-პროდუქტები
კვლევებმა აჩვენა, რომ ცხიმიანი პროდუქტების, რძის და წითელი ხორცის შეზღუდვა და მისი ჩანაცვლება ბევრი ხილით, ბოსტნეულით და უცხიმო ცილებით, როგორიცაა თევზი, დაგეხმარებათ გადიდებული პროსტატის სიმპტომების მართვაში და ასევე ამცირებს პროსტატის კიბოს განვითარების რისკს.
განსაკუთრებით გადამუშავებულმა წითელმა ხორცმა შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში ანთებთი პროცესი ; კვლევებმა აჩვენა, რომ პროსტატის კიბოს რისკი იზრდბეა იმ მამაკაცებში, რომლებიც მეტ წითელ ხორცს მოიხმარენ.