ბავშვის აგრესიული ქცევა მშობლებს, როგორც წესი, პანიკაში აგდებს და ისინი ყველანაირად ცდილობენ, ჩაახშონ მათში ეს ქცევითი მახასიათებელი.
აგრესიული ქცევა შინაგანი პრობლემების გარე გამოვლენაა, ის ემოციური არაკეთილდღეობის ერთ-ერთი სიმპტომია. ამიტომ ქცევის კორექცია და აგრესიულობის დაძლევა აუცილებლად საჭიროებს მისი გამომწვევი მიზეზების გარკვევას.
ბავშვები საჭიროებენ აგრესიულობის კორექციას, რადგანაც ის ამახინჯებს მათ წარმოდგენას რეალობაზე, აიძულებს დაინახონ მხოლოდ მტრობა გარემომცველ სამყაროში. ბავშვის აგრესიულობისგან განთავისუფლების საუკეთესო გზას კი მისთვის თბილი, გულისხმიერი, სიყვარულით სავსე გარემო წარმოადგენს.
რეკომენდაციები ბავშვის აგრესიულობის დასაძლევად:
ბავშვის აგრესიაზე ჩვენი ქცევა არ უნდა იყოს ზედმეტად ემოციური. ამან შეიძლება მხოლოდ განამტკიცოს აგრესიული ქცევა;
ვერიდოთ მორალისა და ლექციების კითხვას. რაც უფრო რთულად და დიდხანს ავუხსნით ბავშვს, რომ ის არ არის მართალი, მით უფრო ნაკლები იქნება შანსი, რომ ის ნათქვამს გაიგებს. ასეთ დროს ის თავადაც შეშინებულია და ზედმეტი საუბრები მას კიდევ უფრო აშინებს;
ჩვენ მიერ მიწოდებული ინსტრუქციები და რჩევები უნდა იყოს მარტივი, ცხადი, ნათელი და ადვილად აღსაქმელი;
ნუ ვუპასუხებთ ბავშვის აგრესიას აგრესიით. წინააღმდეგ შემთხვევაში ის იფიქრებს, რომ მსგავს სიტუაციებში მთავარი ძალაა;
შევეცადოთ ვაკონტროლოთ საკუთარი ქცევა. თუ ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში თავად ვავლენთ აგრესიას, ჩვენთან ურთიერთობაში მყოფ ბავშვს გაუჭირდება აგრესიულ ჩვევებზე უარის თქმა, რადგან ჩვენი ქმედებით მას ცუდი ქცევის მაგალითს ვაძლევთ;
განვავითაროთ აგრესიულ ბავშვებში ემპათიის გრძნობა, სხვების თანაგრძნობის, თანაგანცდის უნარი;
ვასწავლოთ ბავშვს თავის ქცევაზე პასუხისმგებლობის აღება, რათა სხვას არ გადააბრალოს დანაშაული;
ნუ ავუკრძალავთ ბავშვს უარყოფითი ემოციების გამოვლენას;
დავეხმაროთ ადეკვატურად შეაფასოს, როგორც საკუთარი ემოციური მდგომარეობა, ასევე თავისი „მსხვერპლის“ მდგომარეობაც;
მივიღოთ ბავშვი და გვიყვარდეს ის ისეთი, როგორიც არის.