რიხარდ შტრაუსი (1864 – 1949) — გერმანელი კომპოზიტორი, დირიჟორი, პიანისტი და მევიოლინე. განიხილება, როგორც გვიანი რომანტიზმის და ადრეული მოდერნიზმის ერთ-ერთი უმთავრესი წარმომადგენელი, რიხარდ ვაგნერისა და ფრანც ლისტის მემკვიდრე.
გუსტავ მალერთან ერთად, არის ვაგნერის შემდგომი გერმანული რომანტიზმის გვიანი აღორძინების წარმომადგენელი, რომელთა მუსიკაშიც დახვეწილი გაორკესტრება მდიდარ ჰარმონიასთანაა შერწყმული.
შტრაუსის საკომპოზიტორო საქმიანობა 1870 წელს დაიწყო, როცა მხოლოდ 6 წლისა იყო და მის გარდაცვალებამდე, თითქმის 80 წლის განმავლობაში გაგრძელდა.
მისი შემოქმედება თითქმის ყველა ტიპის კლასიკურ ფორმას მოიცავს, თუმცა, უდიდეს აღიარებას სიმფონიური პოემებითა და ოპერებით მიაღწია. მისი პირველი აღიარებული სიმფონიური პოემა იყო „დონ ჟუანი“, რომელსაც ამ ტიპის სხვა წარმატებული ნაწარმოებები მოჰყვა, მათ შორის:
- სიკვდილი და ფერისცვალება
- ტილ ოილენშპიგელის მხიარული ოინები
- ასე იტყოდა ზარათუშტრა
- გმირის ცხოვრება
- ალპური სიმფონია.
მისი პირველი ოპერა, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, იყო „სალომე“. მისი ლიბრეტო, რომლის ავტორიც ჰედვიგ ლახმანი იყო, ეფუძნებოდა ოსკარ უაილდის ფრანგულენოვან პიესას Salomé.
ამას მოჰყვა რამდენიმე კრიტიკულად აღიარებული ოპერა:
- ელექტრა
- ვარდის რაინდი
- არიადნე ნაქსოსიდან
- ქალი ჩრდილის გარეშე
- ეგვიპტელი ჰელენე
- არაბელა
შტრაუსი, აგრეთვე, წარმატებული დირიჟორი იყო, როგორც დასავლეთ ევროპაში, ისე ამერიკის კონტინენტებზეც, სადაც მისი ნაწარმოებები საორკესტრო და საოპერო რეპერტუარის სტანდარტული ნაწილი იყო. თავის ნაწარმოებებთან ერთად, დიდი მოწონებით სარგებლობდა ვაგნერის, ლისტის და მოცარტის მისეული ინტერპრეტაციებიც.
1933 წელს შტრაუსი ნაცისტური გერმანიის ორ უმნიშვნელოვანეს მუსიკალურ თანამდებობაზე დაინიშნა. პირველი იყო სახელმწიფო მუსიკალური ბიუროს ხელმძღვანელის, ხოლო მეორე – ბაიროითის ფესტივალის მთავარი დირიჟორის თანამდებობა. ამ უკანასკნელ თანამდებობაზე დანიშვნას მას შემდეგ დათანხმდა, რაც ნაცისტური პარტიის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად იგი არტურო ტოსკანინიმ დატოვა.
ამ თანამდებობებზე მუშაობის გამო შტრაუსს ხშირად აკრიტიკებდნენ, თითქოსდა, ნაცისტებთან კოლაბორაციის გამო. თუმცა, შტრაუსის რძალი, ალის გრაბ შტრაუსი (დაბადებით ფონ ჰერმანსვერტი), ებრაელი იყო და შტრაუსის დათმობები ნაცისტურ პარტიასთან მისი და მისი შვილების (კომპოზიტორის შვილიშვილების) დასაცავად იყო გამიზნული.
მისი ოპერა „მშვიდობის დღე“, რომლის პრემიერაც II მსოფლიო ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე შედგა, ნაცისტური პარტიის არცთუ კარგად შენიღბულ კრიტიკას წარმოადგენდა, რომელიც გერმანელებს მოუწოდებდა, ძალადობის ნაცვლად მშვიდობა აერჩიათ.
შტრაუსის საკმოდ დიდი გავლენის წყალობით, მისი რძალი ომის დროს შინაპატიმრობით გადარჩა, თუმცა, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, მან ვერ შეძლო საკონცენტრაციო ბანაკებში სიკვდილისაგან ყველა ნათესავი დაეხსნა.
1948 წელს, გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, მიუნხენის დენაციფიკაციის ტრიბუნალმა იგი სრულიად უდანაშაულოდ გამოაცხადა.