გალაკტიონმა თავისი ერთ-ერთი შედევრი “ქებათა ქება ნიკორწმინდას” ისე დაწერა, რომ ნიკორწმინდა ერთხელაც არ ჰქონდა საკუთარი თვალით ნანახი. მისი მშვენების შესახებ გალაკტიონმა მხოლოდ სხვისი მონათხრობით იცოდა.
მოხუცმა ნიკორწმინდელმა დურგალმა, ნიკოლოზ ვაჩაძემ დიდი გულმოდგინებით გაკეთებული მაგიდა დამიდგა ტყეში, მუხების ქვეშ... ამგვარად, ჩემს განკარგულებაში იყო მშვენიერი ხეივანი, სადაც ვმუშაობდი. ხეივანი - მეტად მყუდრო და მშვენიერი. ეს შესანიშნავი დურგალი, აკეთებდა რა ჩემს მაგიდას, მომიყვა ცნობას ნიკორწმინდის ჩუქურთმების შესახებ, და მე დავპირდი მას, რომ დავსწერდი ლექსს ნიკორწმინდაზე...“, - იხსენებდა გალაკტიონი.
„ქებათა ქება ნიკორწმინდას“ 1947 წელს გამოქვეყნდა.


