არსებობს სიტუაციები, როდესაც გარკვეული მიზეზების გამო ადამიანს ძალიან უჭირს გადაწყვეტილების მიღება. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ინფორმაციის ნაკლებობა ან სიჭარბე, ემოციური დაინტერესება და სხვა, ამბობენ დარგის სპეციალისტები.
ისინი გვირჩევენ, ასეთ შემთხვევებში ქვეცნობიერს მივმართოთ და სწორედ მისი დახმარებით გადავჭრათ დილემა.
როგორც ექსპერტები ამბობენ, საკუთარ ქვეცნობიერთან ურთიერთობა არც ისე მარტივია, თუმცა არსებობს რამდენიმე სპეციალური ტექნიკა, რომელთა გამოყენებითაც ქვეცნობიერიდან საჭირო ინფორმაციის ამოღება ხდება შესაძლებელი.
ქვემოთ საკუთარი ქვეცნობიერის სიღრმეებში წვდომის ორ ყველაზე პოპულარულ მეთოდს და მათი გამოყენების წესებს გაგაცნობთ.
ავტომატური წერის ტექნიკა
ავტომატური წერის ტექნიკა შეიძლება ძალიან ეფექტური იყოს ქვეცნობიერი გონებიდან პასუხების მისაღებად. ეს საშუალებას მოგცემთ, დაუკავშირდეთ შინაგან მე-ს და ღირებული ინფორმაცია მიიღოთ. ამისათვის:
იპოვეთ მშვიდი ადგილი, სადაც არავინ შეგაწუხებთ. დაჯექით მაგიდასთან და ფურცელი და კალამი მოიმარჯვეთ. შემდეგ დახუჭეთ თვალები და რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქ-ამოისუნთქეთ. ეს იმისთვის, რომ დამშვიდდეთ და მოდუნდეთ.
როდესაც იგრძნობთ, რომ მზად ხართ, აიღეთ კალამი და დაიწყეთ ფურცელზე ნებისმიერი სიტყვის ან ფრაზის წერა, რომელიც თავში მოგივათ. ნუ დაუფიქრდებით, რას წერთ — უბრალოდ დაწერეთ ყველაფერი, რაც თავში გაგიელვებთ.
მნიშვნელოვანია გახსოვდეთ: არ შეიძლება წერის პროცესის კონტროლი. ნება მიეცით ხელს, თავისუფლად იმოძრაოს და წეროს ის, რასაც თქვენი არაცნობიერი კარნახობს. ეს ძალიან წააგავს ფურცელზე რაღაც ფიგურების დაუფიქრებლად ხატვას, რაც ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობია.
როდესაც ავტომატური წერის პროცესს დაასრულებთ, წაიკითხეთ რა დაწერეთ. გამორიცხული არ არის, სწორედ ამ „ალიაქოთში“ იპოვოთ პასუხები თქვენს კითხვებზე, ან ახალ იდეებსა და გადაწყვეტილებებსაც კი მიაგნოთ.
ცნობიერის სკანირების ტექნიკა
ქვეცნობიერს მუდმივი წვდომა აქვს იმ ინფორმაციაზე, რომელიც მოცემული მომენტისთვის შესაძლოა მიუწვდომელი იყოს ცნობიერისთვის.
სამწუხაროდ, ცნობიერს არ აქვს ქვეცნობიერთან პირდაპირი წვდომა. სკანირების ტექნიკა არის ის, რაც ერთგვარ ხიდს ააგებს მათ შორის. თუმცა მას, ისევე, როგორც ყველა სხვა ტექნიკას, მოთმინება და პრაქტიკა სჭირდება, რათა სასურველ შედეგს მიაღწიოთ.
პირველ რიგში მოიწყვეთ მშვიდი და კომფორტული გარემო, სადაც საკუთარ აზრებზე კონცენტრირებას შეძლებთ. შემდეგ დასვით კითხვა, რომელზეც პასუხის მიღება გსურთ. ამის შემდეგ ყურადღებით „მოუსმინეთ“ ყველა იმ აზრსა და შეგრძნებას, რომლებიც გონებაში წარმოგექმნებათ და დაგეუფლებათ.
მნიშვნელოვანია: არ შეეცადოთ გააკონტროლოთ აზრები. უბრალოდ ისე დააკვირდით მათ, თითქოს მდინარის დინებას უცქერდეთ. თუ შეამჩნევთ, რომ აზროვნების პროცესი კითხვის თემიდან გადახვევას იწყებს, უბრალოდ დაუბრუნდით მას და განაგრძეთ აზრების მოსმენა.
საჭირო პასუხი თქვენს გონებაში შესაძლოა გამოსახულების, ხმის, სიტყვის ან უბრალოდ შეგრძნების სახით გაჩნდეს. ნუ დაიწყებთ მის დაუყოვნებელ ანალიზს — უბრალოდ მიიღეთ ის ისეთი, როგორიც არის.