▶ დადასტურებულია, რომ ღვინის წარმოება საქართველოში დაიწყო 8 ათასწლეულის წინ.
▶ არსებობს 2500 ყურძნის ჯიში, აქედან 500 საქართველოს ეკუთვნის.
▶ არსებობს მხოლოდ სამი ტექნოლოგია ღვინის წარმოებისთვის. კახური, ევროპული და
რაჭა-ლეჩხუმის ტექნოლოგია.
▶ ღვინის დასამზადებლად იყენებენ ქვევრს – დიდი თიხის დოქი, რომელიც ჩამარხულია
მიწაში. ეს არის ყველაზე იდეალური ტემპერატურა ღვინის დამზადებისთვის.
▶ ​UNESCO-მ ქვევრი კულტურულ მემკვიდრეობად აღიარა.
▶ ბევრი ადამიანი ფიქრობს: რაც უფრო ძველია ღვინო, მით უფრო უნიკალურია. ეს არის
მითი! საქართველოში არსებობს ღვინის სახეობები, რომლებიც დროთა განმავლობაში
კარგავენ დახვეწილ გემოს.
▶ წითელი და თეთრი ღვინოების გარდა, საქართველოში არის ვარდისფერი, ნარინჯისფერი,
შავი და მწვანე ღვინოები.
▶ ყველაზე სასარგებლოდ ითვლება წითელი ღვინო, რადგან ის ზრდის ჰემოგლობინს.
▶ ყურძნის წვენს არ აქვს ფერი. ღვინოს ფერს აძლევს ყურძნის ქერქი.
▶ ყველაზე ძვირადღირებული ღვინო საქართველოში არის უსახელაური, რადგან ეს ღვინო
ყურძნის უიშვიათესი ჯიშისგან მზადდება.
▶ ძველ საბერძნეთში დალევამდე ღვინოს სინჯავდნენ, რათა მის უსაფრთხოებაში დარწმუნებულიყვნენ. პირველი სადღეგრძელოც „ჯანსაღი ღვინისა“ ისმებოდა.
▶ სადღეგრძელოს წარმოთქმის ტრადიცია ძველ საბერძნეთში დამკვიდრდა.
▶ 1801 წელს პრეზიდენტმა ტომას ჯეფერსონმა სამი ათასი დოლარი გამოყო ღვინის ბოთლების თანამედროვედ შეფუთვისთვის,  რაც წლიური  გამომუშავების 12 პროცენტს უდრიდა – ეს იგივეა, ახლა ობამამ ამისათვის 48 ათასი დოლარი რომ გამოყოს.
▶ ერთი მტევანი ყურძნისგან ერთი ჭიქა ღვინო მზადდება. ერთ მოზრდილ მტევანში კი დაახლოებით 75 ყურძნის მარცვალია.
▶ კალიფორნია ღვინის წარმოების მხრივ მეოთხე ადგილზეა საფრანგეთის, იტალიისა და ესპანეთის შემდეგ. მხოლოდ ვაშინგტონი გაცილებით მეტ ღვინოს აწარმოებს, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანა.
▶ ოენოფობია ღვინის შიშს ან სიძულვის ეწოდება.
▶ რესტორნებში გაყიდული ღვინოებიდან 55 პროცენტი წითელია.
▶ ჰიპოკრატე, მედიცინის მამა, ღვინოს ხშირად იყენებდა მედიკამენტად. მაგალითად, გაციებისა და გრიპის დროს, ანტისეპტიკად და სხვა.
▶ ადამიანი, რომელმაც ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა ღვინოზე, იყო მუჰამედი. მისი სიკვდილის შემდეგ იმ ქვეყნებში, სადაც იქადაგა, ღვინო მკაცრად აიკრძალა.
▶ ძველი რომაელები ღვინოს არომატის მისანიჭებლად ნიორს, თევზის სოუსს, ხახვს ან აბზინდას უმატებდნენ.
▶ რაც დრო გადის, წითელი ღვინო თანდათან ფერს კარგავს, მაშინ, როდესაც, თეთრი უკეთეს ფერს იძენს – ის ოქროსფერი ან მოყავისფრო-მოყვითალო ხდება.
▶ ერთი ჭიქა თეთრი ან წითელი ღვინო 110 კალორიას შეიცავს (ტკბილი შედარებით მეტს).
▶ ევროპულ ღვინოებს სახელი მათი გეოგრაფიული მდებარეობის შესაბამისად დაერქვათ.
▶ თეთრი ღვინის შენახვის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 45-50 გრადუსს, ხოლო შავის – 50 60 გრადუსს.
▶ უძველესი ღვინის ბოთლი ახალი წელთაღრიცხვით 325 წლით თარიღდება. ის გერმანიის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს და ახლა „პფალცის“ ისტორიულ მუზეუმში ინახება.
▶ სიტყვა ღვინო ბიბლიაში ხუთას ოცდაერთხელაა ნახსენები.
▶ იაპონიის ერთ-ერთ კურორტზე თქვენ შეგიძლიათ, არც მეტი არც ნაკლები, ღვინოში იცურაოთ.

გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში

გადასვლა ახალ გვერდზე