- შალვა (ვარლამ) ნუცუბიძე (1888-1969) — ქართველი ფილოსოფოსი, კულტურის ისტორიკოსი, რუსთველოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე, ქართული ფილოსოფიის ისტორიის მეცნიერული სკოლის ფუძემდებელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი. 

- ნიკო (ნიკოლოზ) კეცხოველი (1897-1982) — ქართველი ბოტანიკოსი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე. ბოტანიკური სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი საქართველოში. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ერთ-ერთი ფუძემდებელი და აკადემიკოსი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
---
შალვა ნუცუბიძე მეტად ენამოსწრებული კაცი გახლდათ და მასთან კამათს ყველა ერიდებოდა.

ერთხელ, თურმე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობის დროს რექტორმა ნიკო კეცხოველმა, ასევე გამოჩენილმა ქართველმა მამულიშვილმა, რომელთანაც შალვა ნუცუბიძეს დიდი მეგობრობა აკავშირებდა, მას რაღაცაზე უსაყვედურა.

მალევე, მეგობრების საუბარი კამათში გადაიზარდა. თავისი ფიცხი ხასიათით ცნობილი კეცხოველი შალვასთან კამათმა წყობიდან გამოიყვანა და მთელი ხმით განაგრძო მასთან დავა.

უცებ, ნუცუბიძემ მეგობარს ზურგი შეაქცია და ფანჯდრიდან უნივერსიტეტის ეზოში დაიწყო ყურება, იქით, სადაც დაკრძალული არიან ივანე ჯავახიშვილი და სხვა დიდი ქართველები.

მისმა ასეთმა ქცევამ ნიკო კიდევ უფრო გააბრაზა და შალვას ჰკითხა: ,,რაო, რას გეუბნებიან?"

​,,ეჰ, მაგისთანა ცოცხლებთან ყოფნას, ისევ ჩვენნაირ მკვდრებთან ყოფნა გერჩიოსო'' – უპასუხა შალვა ნუცუბიძემ ნიკო კეცხოველს, რაზეც ორივეს სიცილი წასკდა.

გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში

გადასვლა ახალ გვერდზე