შვრია, ვიტამინებისა და მიკროელემენტების წყალობით, უმკლავდება უამრავ დაავადებას, მათ შორის, ნევროზებს, უძილობას, სტრესს. ის წარმატებით გამოიყენება ბავშვებში ცერებრალური დამბლის დროსაც კი, რადგან შეიცავს ქოლინს, რომელიც აუმჯობესებს კუნთების მუშაობას.

შვრია (Avena) მარცვლოვანთა ოჯახის ბალახოვანი მცენარის გვარია. აერთიანებს 70-მდე სახეობას. აქედან პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს 11 სახეობას.

შვრიის შემადგენლობა

შვრია შეიცავს დიდი რაოდენობით ცილებს, ასევე ცხიმებს, ნახშირწყლებს, მეთიონინს, პოლიფენოლებს, ქოლინს; დიდი რაოდენობით ქიმიურ ელემენტებს: კალიუმს, ფოსფორს, მაგნიუმს, რკინას, კალციუმს, თუთიას, კობალტს, მანგანუმს, ვიტამინებს – В-ჯგუფის, А, Е, РР.

შვრიის სასარგებლო თვისებები

იყენებენ შვრიის ქერცლმოცლილ ნაყოფს (საკვებად და დიეტური კვებისთვის), ახლად აყვავებულ მცენარეს (ჰომეოპათიაში), მწვანე შვრიასა და შვრიის ჩალას (აბაზანებისთვის).
ხალხურ მედიცინაში შვრიის მარცვალი ნებისმიერი მძიმე დაავადების შემდეგ ორგანიზმის გამოფიტვის დროს უძველესი დროიდან გამოიყენება.

შვრიას განსაკუთრებული თვისებები გააჩნია საიმისოდ, რომ ორგანიზმი გაწმინდოს ტოქსინებისგან, ამიტომ ის კარგად ეხმარება ადამიანს ეგზემასთან, ფსორიაზთან, დიათეზთან (თუ გლუტენზე ალერგია არ არის) კომპლექსურ ბრძოლაში. ის ებრძვის ჭარბცხიმიანობას, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას.

შვრიის ნახარში ხსნის ანთებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და ამავდროულად ორგანიზმს ამარაგებს ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით. ეს კი ორგანიზმს ეხმარება სასიცოცხლო ტონუსის ამაღლებაში, დაღლილობის მოხსნაში.

შვრია, ვიტამინებისა და მიკროელემენტების წყალობით, უმკლავდება ნევროზებს, უძილობას, სტრესს. ის წარმატებით გამოიყენება ბავშვებში ცერებრალური დამბლის დროსაც კი, რადგან შეიცავს ქოლინს, რომელიც აუმჯობესებს კუნთების მუშაობას.

შვრიის ჩალა დიაბეტის სამკურნალო მრავალრიცხოვან ნაკრებში შედის. მცენარე ადამიანს ეხმარება ღვიძლის ფუნქციის, თირკმლების, კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევისას, ანემიის დროს (სისხლნაკლებობა), გადაღლილობისას (როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი).

შვრია იცავს ღვიძლს, აღადგენს მის უჯრედებს, ხელს უწყობს მაღალი სიმკვრივის კარგი ქოლესტერინის წარმოქმნას და დაბალი სიმკვრივის მავნე ქოლესტერინის შემცველობის შემცირებას, რომელიც სისხლძარღვებში ათეროსკლეროზულ ფოლაქებს (კვანძებს) წარმოქმნის. შვრია ათეროსკლეროზსაც მკურნალობს.

შვრია დადებითად მოქმედებს შარდგამომყოფ სისტემაზე: შვრიის მწვანე ბალახის ნაყენი შლის მცირე კენჭებს და ის თირკმლებიდან გამოაქვს.

შვრია მკურნალობს ბრონქებისა და ფილტვების დაავადებებს: აქვს ამოსახველებელი, სუსტი ხველების საწინააღმდეგო და ზოგადი გამაჯანსაღებელი ეფექტი.

უმწიფარი შვრია ამაღლებს პოტენციას – ორგანიზმში ზრდის ტესტოსტერონს, ანუ მამაკაცის სქესობრივ ჰორმონს.

შვრია ფასდაუდებელია დიეტურ კვებაში.

გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში

გადასვლა ახალ გვერდზე