თედო რაზიკაშვილი (1869-1922) — ქართველი მწერალი. ვაჟა-ფშაველას ძმა.
თედო რაზიკაშვილი რევოლუციური საქმიანობისათვის 1905 წელს დააკავეს. იგი მეამბოხედ იქნა მიჩნეული, რის გამოც სამუდამო გადასახლებით დასაჯა რუსეთის იმპერიის ხელისუფლებამ.
თუმცა, თედოს ცხოვრება არც მანამდე ყოფილა ია-ვარდით მოფენილი. ერთი თვის პერიოდში ციებ-ცხელების შედეგად რაზიკაშვილმა მშობლები დაკარგა. მამისეული ოჯახიდან მას მემკვდირეობად ერგო კვერთხი, ჩიბუხი, ხალიჩა, სპილენძის ქვაბი და ცხენი სახელად – ბაჩა.
ვაჟა-ფშაველამ მშობლების გარდაცვალების შემდგომ ძმას სთხოვა მამის ადგილი დაეჭირა: მღვდლობა დაეწყო და სახლ-კარსაც მიპატრონებოდა.
აღნიშნული თხოვნის დაკმაყოფილებაზე თედომ უარი განაცხადა და საბოლოოდ, ხელთუბანში დამკვიდრდა.
მოგვიანებით, დაქორწინდა თინათინ იხანაშვილზე, რომელთან თანაცხოვრებაში ექვსი ქალიშვილის მამა გახდა.
1905 წელს განხორციელებული რეპრესიები თედოსაც შეეხო და იგი სამუდამოდ იქნა გადასახლებული.
თუმცა, საბედნიეროდ,გადასახლების გზაზე მდგარ რაზიკაშვილს, კოზლოვში ეცნობა, რომ 17 ოქტომბერს გამოცემული მანიფესტი მასაც შეეხო და იგი კვლავაც სამშობლოს დაუბრუნდა.
სამშობლოში დაბრუნებულს კი სახლ-კარი გადამწვარი, ხოლო ცოლ-შვილი მეზობლებში გახიზნული დაუხვდა.
როგორც ცნობილი ხდება, სწორედ იმ ავადსახსენებელ პერიოდში დაიკარგა და განადგურდა მწერლის შემოქმედების ბევრი ნიმუში.
რამდენიმე წლის განმავლობაში რაზიკაშვილების ოჯახი თედოს ძმებნთან აფარებდა თავს.
მიუხედავად თავს დატეხილი სირთულეებისა, მან საკუთარ თავში მაინც იპოვა ძალა და კვლავაც ხელთუბნის ნასახლარს დაუბრუნდა, რათა კიდევ ერთხელ, ნულიდან დაეწყო ცხოვრება.
1921 წელს, მაშინ როდესაც მენშევიკები საქართველოდან გარბოდნენ, თავისი პატიოსანი სულისკვეთებით აღვსილ თედოს სოფლის გამგეობის ერთ-ერთმა წევრმა სოფლისავე ბანკის თანხის გაყოფა შესთავაზა, რამაც იგი იმდენადაც კი განარისხა, რომ იგი მტრად მოიკიდა.
რაზიკაშვილის მრავალრიცხოვანი მტრები ერთობ ფხიზლობდნენ და მავნებლობდნენ: ჯერ ფუტკარი მოპარეს, შემდეგ ძროხა, ერთხელ გზაზეც ჩაუსაფრდნენ, თუმცა მომხვდურებს სრულიად მარტომ გაუმკლავდა.
1922 წლის 19 იანვარს, ხელთუბანში, საკუთარ ეზოში მძინარე თედო რაზიკაშვილს ლაჩრულად დაესხნენ თავს და იგი ხანჯლით განგმირეს.
თედო რაზიკაშვილი დაკრძალულია თბილისში, დიდუბის პანთეონში.