თომას კუკი (1808-1892) — ინგლისელი მეწარმე. 1841 წელს დააარსა ისტორიაში პირველი ტურისტული სააგენტო, რომელიც 2007 წელს Thomas Cook Group-ი გახდა.
ერთ დღეს, როდესაც კუკი ლონდონის გზაზე, ქალაქ კიბვორთთან ეტლს ელოდებოდა, მას მოუვიდა იდეა, რომ თავისი აქტივისტებისთვის ექსკურსია შეეთავაზებინა.
ამავე დროს გაიხსნა დიდი ბრიტანეთის შიდა ნაწილებისაკენ მიმავალი რკინიგზა და კუკმა ქალაქ ლესტერიდან რამდენიმე მილით დაცილებულ ლაფბოროში გასამგზავრებლად არამსმელთა მოძრაობის 450 აქტივისტი შეაგროვა.
1841 წლის 5 ივლისს, თომასმა ამ ხალხისგან თითო შილინგი აკრიფა, რაშიც შედიოდა ბილეთისა და მგზავრობისას საკვების საფასური. შეგროვებული თანხით მან ბილეთები ერთიანად იყიდა, რა დროსაც კომპანიასთან მიაღწია ფასდაკლების შეთანხმებას.
ეს იყო ისტორიაში პირველი კერძო დაქირავებული ექსკურსია, რომელიც ფართო საზოგადოებისათვის მოეწყო.
მომდევნო სამი ზაფხულის მანძილზე მან დაგეგმა და განახორციელა ექსკურსიები კვლავ არამსმელთა საზოგადოებისა და საკვირაო სკოლის მოსწავლეთათვის.
1844 წელს, სარკინიგზო კომპანიამ მასთან ხელშეკრულება გააფორმა მგზავრთა მუდმივად მიწოდების თაობაზე. ამ წარმატებამ მას საკუთარი ბიზნესის წამოწყებისაკენ უბიძგა — ექსკურსიების მოწყობისას კუკს ბილეთის საფასურიდან პროცენტი რჩებოდა.
1850 წელს, კუკმა პირველი ექსკურსია განახორციელა საზღვარგარეთ, როდესაც კლიენტები პარიზში, გამოფენაზე წაიყვანა.
მომდევნო წელს, მა თავის „დიდი წრიული ტურები“ დაიწყო ევროპაში. 1860-იან წლებში განახორციელა ტურები შვეიცარიის, იტალიის, ეგვიპტის და აშშ-ის მიმართულებით.
კუკის სააგენტო „inclusive independent travel“ მგზავრებს ბილეთით საკვებითა და დაბინავებით უზრუნველყოფდა. 1862—1863 წლებში შოტლანდიურმა სარკინიგზო კომპანიებმა თომასს შეთანხმება გაუუქმეს, რადგან ექსკურსიების ბიზნესის წამოწყება საკუთარი ძალებით გადაეწყვიტათ.
თავის ვაჟთან, ჯონთან პარტნიორობის დაწყების შემდეგ, კუკმა სააგენტოს სახელი შეუცვალა და Thomas Cook and Son უწოდა.
ამ დროისათვის, კუკმა პერსონალური ტურები შეწყვიტა და შინაურ და საგარეო მოგზაურებს შორის აგენტად იქცა.
მის ოფისში ასევე გახსნილი იყო მაღაზია, სადაც ის სამოგზაურო აქსესუარებს ყიდდა, მათ შორის გზამკვლევ წიგნებს, ჩემოდნებს, ტელესკოპებსა და ფეხსაცმელებს.
ჯონის კომერციული ნიჭის წყალობით კომპანია მალე გაფართოვდა. ამავე დროს, თომასმა და მისმა ცოლმა ოფისის თავზე პატარა არამსმელთა სასტუმრო გახსნეს.
1865 წელს, სააგენტო ტურებს აშშ-ის მიმართულებით ახორციელებდა. 1871 წელს პარტნიორობა დაიწყეს ამერიკელ ბიზნესმენთან, რის გამოც კომპანიას Cook, Son and Jenkins-ი ეწოდა, თუმცა მალევე კვლავ ძველი სახელწოდება დაიბრუნა.
1872 წლიდან დაიწყო ტურები მთელი მსოფლიოს გარშემო. მათ შორის იყო მთელი ამერიკის კონტინენტი, იაპონია, ტურნე ჩინეთსა და ინდოეთში, რომელიც 222 დღეს გრძელდებოდა.
თუმცა, მამასა და შვილს შორის წამოიწყო კონფლიქტი, რომელიც 1879 წელს დასრულდა, როდესაც ჯონმა მამამისი დაარწმუნა კომპანიას ჩამოშორებოდა.
ამის შემდეგ, თომასი სოფელში დაბრუნდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მშვიდად ცხოვრობდა. კომპანია კი, ჯონისა და მისი ორი ვაჟის ხელმძღვანელობით ზრდას განაგრძობდა.