ალექსანდრე დიდმა ისტორიული სახელი 25 წლის ასაკში ანტიკური სამყაროს უდიდესი იმპერიის შექმნით მოიხვეჭა.


ისტორიკოსების ცნობით, მხედართმთავარი ძველი წელთაღრიცხვით 323 წელს შეეწირა იშვიათ დაავადებას, რომელმაც ის ექვსი დღის განმავლობაში პროგრესირებადი პარალიზებით მოიცვა.


ავტოიმუნურმა დაავადებამ 32 წლის ალექსანდრეს კუნთები ისე გაუშეშა, რომ ექიმებმა ალბათ აღარც კი შეამოწმეს, სუნთქავდა თუ არა ის.


ძველბერძნული ჩანაწერების მიხედვით, ლეგენდარული მხედართმთავრის სხეულს გარდაცვალების შემდეგ ხრწნა არ დაუწყია, რაც მაშინ ალექსანდრეს "ღმერთკაცობას" მიაწერეს, თუმცა დღევანდელი მეცნიერების ვარაუდით, ამის მიზეზი მხოლოდ ის იყო, რომ დასაკრძალავად მომზადებული სხეული ჯერაც ცოცხალი იყო.

გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში

გადასვლა ახალ გვერდზე