საყოველთაოდ ცნობილი ლათინური ფრაზის - „თუ გსურს მშვიდობა, ემზადე ომისთვის” ავტორი გახლდათ კორნელიუს ნეპოსი (ძვ.წ.აღ-ით 99-24 წლები).

რამდენიმე საუკუნის გასვლის შემდგომ, ნეპოსის მიერ პირველად გამოყენებულ ფრაზას ძველ რომაელმა სამხედრო ისტორიკოსმა და თეორიტიკოსმა – პუბლიუს ფლავიუს ვეგეციუს რენატუსმა V საუკუნეში დაწერილ თავის წიგნში – „სამხედრო საქმის მოკლე მიმოხილვა”, შემდეგი სახის ფორმულირება გაუკეთა:

„ვისაც სურს მშვიდობა, დაე ემზადოს ომისთვის; ვისაც სურს გამარჯვება, დაე ესწრაფვოს ჯარისკაცების სწავლებას; ვისაც სურს ხელსაყრელი შედეგის მიღება, დაე აწარმოოს სამხედრო ხელოვნებასა და ცოდნაზე დამყარებული ომი და არა შემთხვევითობაზე; ვერავინ გაბედავს გამოიწვიოს და შეურაცხყოს ის, ვისზეც იციან, რომ ბრძოლაში იგი მასზე ძლიერი იქნება”.

საინტერესოა ის გარემოება,რომ კორნელიუს ნეპოსის „ფრთიანი ფრაზის” (Si vis pacem,para bellum) ბოლო ორი სიტყვა – „ემზადე ომისთვის” ანუ “para bellum”-ი სახელგანთქმულმა ავსტრიელმა იარაღის კონსტრუქტორმა – გეორგ იოჰან ლუგერმა, მის მიერ 1898 წელს შექმნილ საყოველთაოდ ცნობილ პისტოლეტს უწოდა (პარაბელუმი). 

გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში

გადასვლა ახალ გვერდზე