მეწარმე ჯოშუა ნორტონი XIX საუკუნეში სან-ფრანცისკოში ცხოვრობდა. ფინანსური პრობლემების შემდეგ მას ფსიქიკური აშლილობა დაუდგინდა;
მან თვითნებურად დაირქვა „მისი უდიდებულესობა, შეერთებული შტატების იმპერატორი ნორტონ I და მექსიკის პროტექტორი“.
ეს ფაქტი ქალაქის მაცხოვრებლებმა იუმორით მიიღეს და „იმპერატორის“ მიერ ხელმოწერილი ბანკნოტები რესტორნებსა და მაღაზიებში გაავრცელეს.
ნორტონმა მრავალი განკარგულება და ბრძანებულება გამოსცა, რომლებიც გაზეთებში იბეჭდებოდა. მათგან ყველაზე ცნობილი იყო აშშ-ის კონგრესის დაშლის შესახებ განკარგულება, რომელიც გასაგები მიზეზების გამო უგულებელყოფილი იქნა.
1880 წელს ნორტონის გარდაცვალების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მას დანაზოგი არ ჰქონდა, თუმცა ქალაქის მცხოვრებლებმა სწრაფად შეაგროვეს დაკრძალვისთვის საჭირო თანხები, თავად დაკრძალვას 30 000 ადამიანი დაესწრო.