ვანო სარაჯიშვილი (1879-1924) — ქართველი მუსიკოსი, ქართული პროფესიული ვოკალური ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი.
ქართველი ხალხის უსაყვარლესი მომღერალი, „საქართველოს ბულბული“ სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა.
ასეთი პოპულარობა მოუხვეჭა მას იშვიათი სილამაზის ხმამ, დახვეწილმა ვოკალურმა ოსტატობამ და ნათელმა სცენურმა ნიჭმა. ლირიკულ დრამატული ტენორი, საქართველოს სახალხო არტისტი.
1887 წლიდან სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში, აქვე მღეროდა მოსწავლეთა გუნდში.
1898 წელს შევიდა თბილისის სამუსიკო სასწავლებელში (ჩელოს კლასი).
1903 წლიდან პეტერბურგში სწავლობდა სიმღრას. აქვე შედგა სარაჯიშვილის დებიუტი 1907 წელს ჯუზეპე ვერდის ოპერა „ტრავიატაში“.
პარალელურად იტალიაში ეუფლებოდა ბელკანტოს ხელოვნებას (1906-1908 წლებში). მართავდა კონცერტებს იტალიის სხვადასხვა საოპერო თეატრებში.
1908 წლიდან ცხოვრობდა თბილისში. გამოდიოდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე.
1910-1920 წლებში. ვანო სარაჯიშვილის შემოქმდების აყვავების ხანაა. 1913 წლის 28 მაისს შეასრულა ფრაგმენტები ზაქარია ფალიაშვილის ახლად შექმნილი ოპერიდან „აბესალომ და ეთერი“ (აბესალომის პარტია).
სარაჯიშვილი მონაწილეობას იღებს ზაქარია ფალიაშვილის ოპერების დადგმებში, ასრულებს აბესალომის („აბესალომ და ეთერი“) და მალხაზის („დაისი“) პარტიებს. ცნობილია, რომ მალხაზის არია „თავო ჩემო“ ზაქარია ფალიაშვილმა ოპერაში შეიტანა ვანო სარაჯიშვილის თხოვნით.
მრავალფეროვანია სარაჯიშვილის რეპერტუარი, იგი თანაბარი წარმატებით ასრულებდა, როგორც ლირიკულ ისე დრამატულ პარტიებს.
მისი ხმა აღბეჭდილი იყო რამდენიმე ტექნიკურად არასრულყოფილ გრამფირფიტაზე, რომლის რესტავრირებაც განხორციელდა 1999 წ. კერძოდ, ანზორ ერქომაიშვილის მიერ ლონდონში აღმოჩენილი დედნების საფუძველზე, ნოდარ ანდღულაძემ კი პირველადი სრულყოფილი ხმოვანება აღადგინა. გამოვიდა ამ ჩანაწერების კომპაქტდისკი.
ვანო სარაჯიშვილი დაკრძალულია თბილისის ოპერის თეატრის ბაღში.
მისი სახელი ეწოდა თბილისის ერთ-ერთ ქუჩას. სიღნაღში მაისის თვეში ყოველწლიურად იმართება ვანოობა. 2002 წლიდან სახელმწიფო კონსერვატორიაში დაარსდა ვანო სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდია განსაკუთრებული მიღწევების მქონე აკადემიური სიმღერის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.