1915 წლის ივლისის ცხელ დღეებში თბილისის სამხედრო ლაზარეთში, სიკვდილს ებრძოდა ვაჟა-ფშაველა.

27 ივლისს გარდაიცვალა 54 წლის პოეტი.

სიკვდილის წინ მთის წყალი და მინდვრის ყვავილები ითხოვა, უნდოდა მთაში ასვლა და უკანასკნელი წუთების იქ გატარება, მაგრამ ეს ვერ შეძლო... 

მოწყალების დას კი სთხოვა: თუ ღმერთი გწამს, ლოგინი იატაკზე გამიშალე და გარეშემო ეს მინდვრის ყვავილები დამიყარეო.

თხოვნა მაშინვე შეუსრულეს: იატაკზე დაუგეს ლოგინი და ირგვლივ მინდვრის ყვავილები და ბალახი მიმოუბნიეს.

მთის წყალმა და ყვავილებმა ცოტა გაახალისა - საუბრობდა ჩარგალზე, თავის ყოფაზე, თავის საქმიანობაზე, შიგდაშიგ ოხუნჯობდა კიდეც.

ცოტა წათვლიმა.

 შუაღამის შემდეგ მოწყალების დას ჰკითხა, რომელი საათიაო? სამიო რომ უთხრეს, მიკვირს სამ საათაამდე როგორ ვიცოცხლეო, ჩაილაპარაკა, ეს ჩემი უკანასკნელი საათიაო.

მერე რაღაცის ჩურჩული დაიწყო თვალდახუჭულმა, მილუშულმა, დამლაგებელმა ყური ახლოს მიუტანა და გაარჩია ძლივს გასარჩევი სიტყვები - ვაჟა უკანასკნელ ამოსუნთქვასაც ლექსს აყოლებდა:

მუხთალო წუთისოფელო,
ტანჯული შვილი გშორდები,
თუ ვინმეს ვალი მიმყვება,
იქიდან გავუსწორდები…

გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში

გადასვლა ახალ გვერდზე