ვიდეო თამაშებზე დამოკიდებულება არაკონტროლირებადი მოვლენაა, რომელიც იწვევს უამრავ პრობლემას ადამიანის ცხოვრებაში. ხშირად, მას კომპიუტერზე ან ინტერნეტზე დამოკიდებულებას ვეძახით. ვიდეო თამაშებზე დამოკიდებულება უფრო და უფრო მეტ პრობლემას უჩენს მშობლებს, რადგან ისინი ყოველდღიურად უფრო ხელმისაწვდომი ხდება ბავშვებისთვის.
ვიდეო თამაშებზე დამოკიდებულება სხვა დამოკიდებულებების მსგავსია თამაშში გატარებული დროით, თამაშისადმი ძლიერი ემოციური მიჯაჭვულობით და სოციალური იზოლაციით.
გადამეტებული თამაში იგივე გავლენას ახდენს ბავშვის ტვინზე, როგორსაც მოახდენდა ალკოჰოლი ან ნარკოტიკი.
საზიანო ეფექტები:
- იზრდება აგრესიული ფიქრები და ქცევები, განსაკუთრებით 10 წლამდე ბავშვებში.
- იზრდება რისკი ფოტოსენსიტიური ეპილეფსიის, ზედატანის ძვალკუნთოვანი აშლილობის და მომატებული მეტაბოლიზმის.
- ამცირებს პსოციალურ ქცევებს და სოციალურ ინტერაქციებს.
ვიდეო თამაშებზე დამოკიდებული ადამიენები მიდრეკილი არიან, რომ ახასიათებდეთ მენტალური მდგომარეობის და კოგნიტური ფუნქციების გაუარესება, ყურადღების დეფიციტის სინდრომი, ემოციური არასტაბილურობა, დეპრესიული და შფოთვითი აშლილობები და სოციალური იზოლაცია.
დამოკიდებულებას, ძირითადად, ორი რამ იწვევს: პირველ რიგში, ეს თავად ვიდეო თამაშის დიზაინია. ბუნებრივია, დეველოპერები ცდილობენ, რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა და რაც შეიძლება დიდი ხნით ითამაშოს მათი თამაში.
ამისათვის მათი მიზანი ერთგვარი ოქროს შუალედის პოვნაა: თამაში იმდენად რთული კი უნდა იყოს, რომ მისი დახურვის აზარტი გაგიჩნდეს, მაგრამ, ამავდროულად, არც იმდენად რთული, რომ მისი თამაში შეუძლებელი ან დისკომფორტის გამომწვევი გახდეს. ამ თვისებით ვიდეო თამაშები, გარკვეულწილად, სხვა აზარტულ თამაშებს ჩამოჰგავს.
დამოკიდებულების გამომწვევი მეორე მიზეზი ვიდეო თამაშების მიერ მინიჭებული უსასრულო შესაძლებლობებია. ადამიანს ეს ვირტუალური სამყარო აძლევს უფლებას, ის იყოს, ვინც მოუნდება და ის აკეთოს, რაც მოეპრიანება: მას შეუძლია ჩაიდინოს დანაშაული, ჰქონდეს სუპერძალები, შემოიაროს მთელი სამყარო, იყოს ცნობილი მუსიკოსი, წარმატებული მბრბოლელი, სპორტის ნებისმიერი სახეობის ჩემპიონი და ასე შემდეგ.
ვიდეო თამაშებზე დამოკიდებული ადამიანები თამაშისას ძლიერ ეიფორიას განიცდიან. თუმცა ეს არაა საკმარისი იმისათვის, რომ ადამიანი იწოდებოდეს დამოკიდებულად. რაღა თქმა უნდა, რთული მისიის წარამტებით შესრულება ან ძლიერი მოწინააღმდეგის დამარცხება ნებისმიერ ადამიანში გამოიწვევს სიამაყის გრძნობას. მაგრამ თუ ამას ემატება მუდმივი ფრუსტრაცია იმის გამო, რომ დროს თამაშში არ ატარებთ, ეს უკვე, შესაძლოა, პრობლემაზე მიუთითებდეს.
დამოკიდებულების მქონე ადამიანები მაშინაც კი, როცა არ თამაშობენ, ფიქრობენ თამაშზე, გეგმავენ სტრატეგიებს, აწყობენ დავალების შესრულების გეგმებს, სახავენ თავიანთი გმირის გაძლიერების გზებს.
ვიდეო თამაშებით მსგავსი შეპყრობა ადამიანებს აკარგვინებს ინტერესს სოციალური აქტივობებისადმი. ამ დროს ინდივიდი იკეტება საკუთარ თავში და შეიძლება დეპრესიაც კი განუვითარდეს.
თავის თავში ჩაკეტვისა და მთელი თავისუფალი დროის თამაშისათვის მიძღვნის შედეგად მოთამაშე ნაკლებ დროს ატარებს საკუთარ მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან. ადამიანები, რომლებიც ვირტუალურ სამყაროში მეტ ხანს ატარებენ ვიდრე — რეალურში, განიცდიან გაუცხოებას თავიანთი მეგობრებისა და ნაცნობების მიმართ და, შესაბამისად, უფრო ახლოს გრძნობენ თავს ვირტუალურ სამყაროში მყოფი პერსონაჟების ან ონლაინ თანამოთამაშეების მიმართ, რომლებთანაც ახლა უფრო მეტი საერთო აქვთ.
ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან დაშორებას ხელს უწყობს დამოკიდებული მოთამაშეების აგრესიაც, რომელსაც ისინი მაშინ ავლენენ, როცა თამაშში ხელი ეშლებათ.
თამაშზე გამუდმებული ფიქრის გამო დამოკიდებულების სინდრომის მქონე მოთამაშეებს პრობლემები ექმნებათ პროფესიულ საქმიანობაშიც. ისინი ვერ კონცენტრირდებიან საქმეზე და, შესაძლოა, სამუშაო საათებშიც კი აგრძელებდნენ თამაშს. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზოგ შემთხვევაში თამაშზე დამოკიდებულება ოჯახში ან სამსახურში განცდილი ჩაგვრის შედეგად ვითარდება. ამის გამო მავნე ჩვევის გამომწვევ მიზეზსა და შედეგს შორის ზუსტი კავშირების დასადგენად მეტი კვლევის ჩატარებაა საჭირო.
რაც შეეხებათ იმ მოთამაშეებს, რომლებიც ჯერ სწავლობენ, ბუნებრივია, რომ დამოკიდებულების ქონა მათ აკადემიურ მოსწრებაზე უარყოფითად აისახება. ნებისმიერი ასაკობრივი კატეგორიის მოთამაშესათვის თამაში ხდება პრიორიტეტული, ყველაფერი სხვა კი მეორეხარისხოვნად იქცევა. ისინი თანდათან სცილდებიან ემპირიულ სამყაროს და რეალურ პასუხისმგებლობებს ვირტუალური მისიების შესრულებით ანაცვლებენ.
ასეთი მოთამაშეები არც ფულს იშურებენ, რომ თავიანთი ვირტუალური გმირებისთვის დამატებითი ნივთები შეიძინონ. ნივთების ფასი რამდენიმე ცენტიდან იწყება და რამდენიმე ასეულ დოლარს შეიძლება აღწევდეს, რაც, საბოლოოდ, ცალკეული მოთამაშისთვის მნიშვნელოვან თანხად აკუმულირდება.
დამოკიდებული მოთამაშე მთელ თავის თავისუფალ დროს თამაშს უთმობს. თავისუფალ დროში კი, ხშირ შემთხვევებში, ძილისათვის განკუთვნილი დროც შედის. შედეგად, თამაშში გატარებული საათების პარალელურად მცირდება ტვინის დასვენებისთვის დათმობილი დრო — მოთამაშეს უკეთეს შემთხვევაში ნაკლები სძინავს, უარეს შემთხვევაში კი ინსომნია უვითარდება.
ძილთან ერთად იცვლება კვების რეჟიმიც. მოთამაშეს არ სურს, დაკარგოს დრო ყოფით საქმიანობებზე, ამიტომ ის უფრო იშვიათად ჭამს ხოლმე. ჭამის გაიშვიათებასთან ერთად უარესდება კვების რაციონიც. ხშირად მოთამაშეები სწრაფი კვების პროდუქტებს იღებენ. არარეგულარულმა და არაჯანსაღმა კვებამ კი ზრდასრულებში წონის მატება შეიძლება გამოიწვიოს. თუმცა წონის მატებასა და თამაშზე დამოკიდებულებას შორის ზუსტი კორელაციის დასადგენად დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო.
დამოკიდებულების გამომუშავებისას ხშირად უარესდება პირადი ჰიგიენაც. მოთამაშე ნაკლებ დროს უთმობს საკუთარი თავის მოწესრიგებას, კერძოდ კი, ისეთ მარტივ პროცედურებს, როგორიცაა შხაპის მიღება, კბილების გახეხვა და პირის დაბანა.
ზემოთ ჩამოთვლილი ქცევითი ცვლილებების კომბინაცია ადამიანის ზოგად ჯანმრთელობას აუარესებს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვიდეო თამაშები ერთმნიშვნელოვნად საშიშია ჩვენი ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის.
უფრო მეტიც, როცა ადამიანი დოზირებულად თამაშობს, ამ საქმიანობას მისთვის გარკვეული სარგებლის მოტანაც კი შეუძლია. მაგალითად, მოთამაშეები კრიტიკულ სიტუაციებში გადაწყვეტილებებს უფრო სწრაფად იღებენ, სივრცეში ორიენტირების უნარი უკეთ აქვთ განვითარებული და მეტად შემოქმედებითები არიან.
ასე რომ, თუ მძიმე დღის მერე ვიდეო თამაშები განტვირთვაში გეხმარებათ, ამაში საგანგაშო არაფერია. მთავარია, რომ ამ საქმიანობას თავისუფალი დროის ის ნაწილი არ დაუთმოთ, რომელსაც ძილში, მეგობრებთან გართობაში ან პირად ჰიგიენაზე უნდა ხარჯავდეთ.