მოწევის შეწყვეტის პროგრამა
Picture
პროგრამის დაწყების თარიღი
Picture
ძლიერი მოტივაცია ამარცხებს ნიკოტინს!

თქვენს მიერ შევსებული და გამოგზავნილი განაცხადის საფუძველზე დადგინდა, რომ გაქვთ:

- ​ნიკოტინზე ძლიერი დამოკიდებულების ხარისხი;
​- მოწევის შეწყვეტის ძლიერი დონის მოტივაცია.
Picture
რისკის დონე
1
​(0 - რისკის გარეშე, 1 - საშუალო, 2 - ძლიერი)
​რისკის დონის განმსაზღვრელი ფაქტორი: ნიკოტინზე ძლიერი დამოკიდებულების ხარისხი;
რისკს აუცილებლად გაანეიტრალებს: წარმატების ფორმულა - თქვენი მონდომება და ძლიერი მოტივაცია, ჩვენი მხრიდან - თქვენი ძლიერი მხარდაჭერა.
Picture
​ნიკოტინზე ძლიერი დამოკიდებულების ხარისხი არის ის პარამეტრი, რომელიც მოწევის შეწყვეტის პროცესში თქვენგან განსაკუთრებულ მონდომებას  და სიმტკიცეს მოითხოვს; პროგრამის მიმდინარეობის განმავლობაში იყავით მობილიზებული და სრულფასოვნად შეასრულეთ პროგრამით გათვალისწინებული დავალებები და რეკომენდაციები;

თუ პროგრამის მიმდინარეობის განმავლობაში და პროგრამის შემდგომ პერიოდში სიმტკიცეს და ნებისყოფას გამოავლენთ აუცილებლად შეწყვიტავთ მოწევას!

მოწევის შეწყვეტის ძლიერი მოტივაცია არის ის ძირითადი და მთავარი პარამეტრი, რომელიც თქვენ წარმატებას უზრუნველყოფს!
​უნდა გახსოვდეთ, რომ ნიკოტინს მხოლოდ ძლიერი მოტივაცია ამარცხებს!
Picture
მოწევის შეწყვეტის ძლიერი მოტივაციის განმტკიცება
Picture
​- ქვემოთ ველში ჩაწერეთ მოწევის შეწყვეტის ის მიზეზი, ანუ მოტივაცია, რომელიც მიუთითეთ თქვენს მიერ გამოგზავილ განაცხადში; 
​- ტექსტი ჩაწერეთ ერთი წინადადებით, მაგალითად: ,,სიგარეტის შეძენა ფინანსურ პრობლემებს მიქმნის“;
​- ამის შემდეგ, დააჭირეთ ღილაკს ,,დამახსოვრება“;
​- ღილაკის ქვემოთ გამოჩნდება დამახსოვრებული ფრაზა;
​- ჩართეთ წამზომი და 5 წუთის განმავლობაში ჩუმად, თქვენთვის გაიმეორეთ დამახსოვრებული ფრაზა, ისე რომ თვალი არ მოაშოროთ;
​- იგივე გაიმეორეთ დღეს დაძინებამდე ყოველ საათში მინიმუმ ერთხელ მაინც (მაგალითად, 12:00, 13:00, 14:00 და ა.შ. საათებში), ამისთვის უნდა შემოხვიდეთ ამ გვერდზე და იგივე წესით იმეოროთ დამახსოვრებული ფრაზა.
- ყურადღება! დაიწყეთ ახლავე -

ჩემი მოტივაცია მოწევის შეწყვეტისთვის


წამზომი
05:00
Picture
100% სიგანის ბლოკი
Picture
მოწევის შეწყვეტის პროგრამის ძირითადი დავალებები, რეკომენდაციები და რჩევები ხვალ იწყება;

აქედან გამომდინარე, გაქვთ ერთი დღე, რომ განამტკიცოთ მოწევის შეწყვეტის ძლიერი მოტივაცია და რაც მთავარია, მოახდინოთ თქვენში აღნიშნული მოტივაციის ფსიქოლოგიური მხარდაჭერა;

თუ ეს შეძელით, ხვალ დილას მოწევის შეწყვეტის პროგრამის დაწყებას ფსიქოლოგიურად და მორალურად ჩამოყალიბებული და გაძლიერებული დახვდებით!

გისურვებთ წარმაატებას!