მოწევის შეწყვეტის პროგრამა
ძლიერი მოტივაცია ამარცხებს ნიკოტინს!
თქვენს მიერ შევსებული და გამოგზავნილი განაცხადის საფუძველზე დადგინდა, რომ გაქვთ:
- ნიკოტინზე ძლიერი დამოკიდებულების ხარისხი;
- მოწევის შეწყვეტის სუსტი დონის მოტივაცია.
რისკის დონე
2
(0 - რისკის გარეშე, 1 - საშუალო, 2 - ძლიერი)
რისკის დონის განმსაზღვრელი ფაქტორი: ნიკოტინზე ძლიერი დამოკიდებულების ხარისხი და მოწევის შეწყვეტის სუსტი დონის მოტივაცია;
რისკს აუცილებლად გაანეიტრალებს: წარმატების ფორმულა - თქვენი მონდომება და ძლიერი მოტივაცია, ჩვენი მხრიდან - თქვენი ძლიერი მხარდაჭერა.
ნიკოტინზე ძლიერი დამოკიდებულების ხარისხი არის ის პარამეტრი, რომელიც მოწევის შეწყვეტის პროცესში თქვენგან განსაკუთრებულ მონდომებას და სიმტკიცეს მოითხოვს; პროგრამის მიმდინარეობის განმავლობაში იყავით მობილიზებული და სრულფასოვნად შეასრულეთ პროგრამით გათვალისწინებული დავალებები და რეკომენდაციები;
მოწევის შეწყვეტის სუსტი მოტივაცია უარყოფითად აისახება მოწევის შეწყვეტის პროცესზე; სწორედ ამიტომ, აუცილებელია კორექტირება შეიტანოთ იმ მიზეზის ჩამოყალიბებაში, რომლის გამოც გადაწყვიტეთ მოწევის შეწყვეტა.

უნდა გახსოვდეთ, რომ ნიკოტინს მხოლოდ ძლიერი მოტივაცია ამარცხებს!
მოწევის შეწყვეტის ძლიერი მოტივაციის შემუშავება
- კარგად მოიფიქრეთ და ქვემოთ ველში ჩაწერეთ მოწევის შეწყვეტის ახალი, ძლიერი მოტივაცია; ჩაწერეთ ერთი წინადადებით, მაგალითად: ,,სიგარეტის შეძენა ფინანსურ პრობლემებს მიქმნის“;
- ამის შემდეგ, დააჭირეთ ღილაკს ,,დამახსოვრება“;
- ღილაკის ქვემოთ გამოჩნდება დამახსოვრებული ფრაზა;
- ჩართეთ წამზომი და 5 წუთის განმავლობაში ჩუმად, თქვენთვის გაიმეორეთ დამახსოვრებული ფრაზა, ისე რომ თვალი არ მოაშოროთ;
- იგივე გაიმეორეთ დღეს დაძინებამდე ყოველ საათში მინიმუმ ერთხელ მაინც (მაგალითად, 12:00, 13:00, 14:00 და ა.შ. საათებში), ამისთვის უნდა შემოხვიდეთ ამ გვერდზე და იგივე წესით იმეოროთ დამახსოვრებული ფრაზა.
- ყურადღება! სანამ სამოტივაციო ფრაზას ჩაწერთ აუცილებლად გაეცანით განმარტებებს. ნახეთ ქვემოთ!
განმარტებები მოწევის შეწყვეტის ძლიერ მოტივაციასთან დაკავშირებით
ძლიერი მოტივაცია დაკავშირებულია შემდეგ ასპექტებთან:
- ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები;
- ფინანსური პრობლემები;
- მოწევის გამო პრობლემების შექმნა ოჯახში ან სამსახურში;
- არ მოწევის პირობა, რომელიც მიეცით თქვენ უსაყვარლეს ადამიანს;
- სიჯანსაღის აღიარება თქვენი ცხოვრების წესად;
- არ მოწევის გადაწყვეტილება, რომელიც თქვენ იდენტობას უსვავს ხაზს;
- უსიგარეტო გარემო, სადაც მწეველობის გამო ხართ ნეგატიურ ასპექტში ერთადერთი გამორჩეული.
მოწევის შეწყვეტის ძლიერი მოტივაციის მაგალითები ფრაზებში:
- ,, მაქვს ჯანმრთელობის პრობლემა, ამ მიზეზით მყარად გადავწყვიტე მოწევის შეწყვეტა“;
- ,,სიგარეტის შეძენა ფინანსურ პრობლემებს მიქმნის, ამ მიზეზით მყარად გადავწყვიტე მოწევის შეწყვეტა“;
- ,,მოწევის გამო პრობლემები მექმნება სამსახურში, ამ მიზეზით მყარად გადავწყვიტე მოწევის შეწყვეტა“;
- ,,ჩემთვის ძვირფას ადამიანს დავპირდი, რომ აღარ მოვწევ, ამ მიზეზით მყარად გადავწყვიტე მოწევის შეწყვეტა“;
- ,,მივხვდი, რომ მოწევა დიდი შეცდომაა, დროა გამოვასწორო შეცდომა. ამ მიზეზით მყარად გადავწყვიტე მოწევის შეწყვეტა“;
- ,,მოწევამ დიდი პრობლემა შემიქმნა ოჯახში, ამ მიზეზით მყარად გადავწყვიტე მოწევის შეწყვეტა“.

მოწევის შეწყვეტის პროგრამის ძირითადი დავალებები, რეკომენდაციები და რჩევები ხვალ იწყება;
აქედან გამომდინარე, გაქვთ ერთი დღე, რომ განამტკიცოთ მოწევის შეწყვეტის ძლიერი მოტივაცია და რაც მთავარია, მოახდინოთ თქვენში აღნიშნული მოტივაციის ფსიქოლოგიური მხარდაჭერა;
თუ ეს შეძელით, ხვალ დილას მოწევის შეწყვეტის პროგრამის დაწყებას ფსიქოლოგიურად და მორალურად ჩამოყალიბებული და გაძლიერებული დახვდებით!
გისურვებთ წარმაატებას!