Picture
მოწევის შეწყვეტის ციფრული პროგრამის  ყველა შემადგენელი და პროცედურა ავტომატიზირებულია და არ მოითხოვს დამატებით ხარჯებს;

პროგრამის მუშაობის სპეციფიკა შემდეგია:

მას შემდეგ, რაც თამბაქოს მომხმარებელი შეავსებს პროგრამაში ჩართვის განაცხადს, მიღებული მონაცემების საფუძველზე ავტომატურად დგინდება აღნიშნული მწეველის:

- ჯანმრთელობის მდგომარეობა,
- ნიკოტინზე დამოკიდებულების ხარისხი,
- მოწევის შეწყვეტის მოტივაციის დონე,
რისკის დონე, რომელიც ასახავს მოწევის შეწყვეტის პროცესში შესაძლო დამაბრკოლებელი ფაქტორების სიდიდეს.

ამ ძირითადი მონაცემების საფუძველზე სპეციალისტის მიერ ხდება განაცხადის ავტორისთვის (მწეველისთვის) ინდივიდუალური მოწევის შეწყვეტის პროგრამის შერჩევა;

ამის შემდეგ, ავტომატურ რეჟიმში გენერირდება პროგრამის ციფრული ვერსია, რომელიც მწეველს ლინკის სახით SMS შეტყობინებით მიეწოდება;

სწორედ ამ ლინკის საშუალებით მწეველი გადადის მხოლოდ მისთვის განკუთვნილ პროგრამის გვერდზე, სადაც ასახულია ყოველდღიურად ცვალებადი დავალებები, ასევე რეკომენდაციები და რჩევები;

აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ სპეციალისტის დისტანციური კონსულტაცია, რაც დამატებით ხარჯებთან დაკავშირებული არ არის. 

როგორც ხედავთ,  
დღევანდელი მდგომარეობით პლატფორმა მხოლოდ სერვისის მიწოდების ტექნიკური საკითხებით და პროგრამის მიმდინარეობის მონიტორიგითაა დაკავებული; 

ყოველივე საშუალებას გვაძლევს მაქსიმალურად შევამციროთ პროგრამის ღირებულება;

ჩვენი პლატფორმაც  მხოლოდ იმ მიზნით შეიქმნა, რომ რაც შეიძლება მეტ მოწევის შეწყვეტის მსურველებს გაუწიოს მხარდაჭერა. ეს კი შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პროგრამის ღირებულება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იქნება ნებისიერი მსურველისთვის;

ასეც იქნება მუდმივად და შემოსული თანხა ყოველთვის მოემსახურება პლატფორმის განვითარებას.​