Picture
,,ანტინიკოტინის" მოწევის შეწყვეტის პროგრამის საშუალებით ყოველდღიურად მოხმარებულ ღერებს ამცირებთ ეტაპობრივად, ისე რომ არ გექნებათ ნიკოტინური დოზის შემცირების გამო აბსტინენციური (,,ლომკის") გამოვლინებები; 

პროგრამის ბოლოს თქვენი ორგანიზმი სრულიად მზად იქნება ნორმალურად იფუნქციონიროს ნიკოტინური ალკალოიდების გარეშე.

ნებისმიერი უარყოფითი გამოვლინების შემთხვევაში უნდა ისარგებლოთ პროგრამაში მოცემული რეკომენდაციებით და რჩევებით.​
Picture
მწეველი მოწევას შეწყვიტავს პროგრამის დაწყებიდან 4-8 დღის შუალედში.
მწეველი ორსული მოწევას შეწყვიტავს პროგრამის დაწყებიდან 10-12 დღის შუალედში.
Picture
​მოწევის შეწყვეტის ზუსტი თარიღი დამოკიდებულია შემდეგ პარამეტრებზე:

- ნიკოტინის მიმართ დამოკიდებულების ხარისხი,
- მოტივაციის დონეზე, რის გამოც გადაწყვიტეთ მოწევის შეწყვეტა,
- თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა მოცემულ მომენტში.

​ამ 3 პარამეტრის მაჩვენებლებიდან გამომდინარე შესაძლებელია მოწევის შეწყვეტის დასახელებული თარიღის უმნიშვნელო ცვლილება.​
Picture
პროგრამის მიმდინარეობის შესახებ
- ყოველდღიურად გაქვთ შესასრულებელი მარტივი დავალებები, დავალებების რაოდენობა ეტაპობრივად იზრდება თქვენი მწეველობის ხარისხის მიხედვით;
- დავალებები უნდა შეასრულოთ გაღვიძებიდან დაძინებამდე, დღის ყოველ საათში;
- მოხმარებულ ღერებს ამცირებთ ეტაპობრივად, ისე რომ არ გექნებათ რაიმე სახის გართულება;

- თუ მაინც გამოვლინდა დისკომფორტის რაიმე ნიშანი, მას გაანეიტრალებთ გვერდზე მოცემული რეკომენდაციების საშუალებით;
- პროგრამა მწეველს ასწავლის სპეციფიკურ მოწევის ტექნოლოგიას და პროგრამის მიმდინარეობის მე-3 - მე-4 დღიდან (მწეველობის ხარისხის მიხედვით) მწეველმა სიგარეტი უნდა მოწიოს მხოლოდ ამ ტექნოლოგიის დაცვით;
- სპეციფიკური მოწევის შედეგად თქვენ მთელი სიცხადით შეიგრძნობთ სიგარეტის კვამლის რეალურ გემოს და მის მიმართ გიყალიბდებათ ზიზღის შეგრძნება;
- პროგრამის შედეგად ყოფილი მწეველი სიგარეტს იცილებს იმ შეგრძნებით, რომ სიგარეტის კვამლი არის მყრალი და მისთვის სრულიად მიუღებელი;
- მოწევის შეწყვეტის დღიდან დაწყებული პროგრამა გაწვდით რეკომენდაციებს და რჩევებს, რომელთა დახმარებით მარტივად გაუმკლავდებით შესაძლო უმნიშვნელო უარყოფით გამოვლინებებს;

- პირადი გვერდიდან შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენ სპეციალისტს, დაუსვათ შეკითხვა, განუმარტოთ პროგრამის მიმდინარეობა და ა.შ. რის საფუძველზეც შესაძლებელია ჩვენი მხრიდან მოხდეს გარკვეული  კორექტირების შეტანა​.
Picture
პროგრამა მწეველი ორსულისთვის
- ყოველდღიურად გაქვთ შესასრულებელი მარტივი დავალება;
​- პროგრამა ითვალისწინებს თქვენს მდგომარეობას და ამიტომ არცერთი დავალება არ არ არის დაკავშირებული რაიმე სახის რისკთან, ან ისეთ აქტივობასთან, რომელსაც შეიძლება გვერდითი მოვლენები მოჰყვეს;
- დავალებები უნდა შეასრულოთ გაღვიძებიდან დაძინებამდე, დღის ყოველ საათში;
- მოხმარებულ ღერებს ამცირებთ ეტაპობრივად, ისე რომ არ გექნებათ რაიმე სახის გართულება;

- თუ მაინც გამოვლინდა დისკომფორტის რაიმე ნიშანი, მას გაანეიტრალებთ გვერდზე მოცემული უმარტივესი რეკომენდაციების საშუალებით;
- პირადი გვერდიდან შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენ სპეციალისტს, დაუსვათ შეკითხვა, განუმარტოთ პროგრამის მიმდინარეობა და ა.შ. რის საფუძველზეც შესაძლებელია ჩვენი მხრიდან მოხდეს გარკვეული  კორექტირების შეტანა​.​