მოწევის შეწყვეტის პროგრამა ,,წარმატების ფორმულა“ დაფუძნებულია ქცევის კორექციის მეთოდზე და არ ითვალისწინებს ფაარმაკოლოგიური საშუალებების გამოყენებას;

პროგრამა ითვალისწინებს მოწევასთან დაკავშირებულ ყველა შესაძლო კომპონენტს;

,,წარმატების ფორმულა" ახდენს უშუალოდ მოწევასთან დაკავშირებული ჩვევების განეიტრალებას და მოწევის მიმართ ორგანიზმის დამოკიდებულების ცვლილებას; რის შედეგადაც თუ მოწევა ადრე მწეველისთვის იყო მისაღები, პროგრამის შედეგად მოწევა ხდება მიუღებელი, ხშირ შემთხვევაში კი - აუტანელი;

ნებისმიერი მწეველი ნიკოტინზეა დამოკიდებული, ამის გამო მოწევა რიტუალურ ხასიათს ატარებს როგორც მოწევას შორის დროის შუალედების, ასევე უშუალოდ მოწევის პროცესის მიხედვით;

გარდა ფიზიკური დამოკიდებულებისა, მწეველს ნიკოტინის მიმართ ფსიქოლოგიური დამოკიდებულებაც გააჩნია;

საბოლოო ჯამში, ფსიქოლოგიური დამოკიდებულება მართავს მწეველის მოწევასთან დაკავშირებულ პროცესს, ხოლო ფიზიკური დამოკიდებულება უზრუნვეყოფს ამ დამოკიდებულების განმტკიცებას და განვითარებას უშუალოდ მოწევის გზით;

ყოველივეს გათვალისწინებით, ,,წარმატების ფორმულა" ითვალისწინებს ორივე სახის დამოკიდებულების წინააღმდეგ ეფექტური ფორმების განვითარებას და ამ გზით უზრუნველყოფს ნიკოტინზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური დამოკიდებულების ჩანაცვლებას ნიკოტინის მიუღებლობით - როგორც ფიზიკურ, ასევე ფსქოლოგიურ ასპექტში;

იმისათვის, რომ ,,წარმატების ფორმულამ" ეფექტურად იმუშაოს, აუცილებელია რომ მწეველს ჰქონდეს მოწევის შეწყვეტისთვის რაც შეიძლება ძლიერი მოტივაცია; 

სუსტი ან საშუალო დონის მოტივაციის არსებობის შემთხვევაში ,,წარმატების ფორმულა" იძულებულია განახორციელოს დამატებითი აქტივობები; შესაბამისად, მწეველის მხრიდან სათანადო მონდომების შემთხვევაში ,,წარმატების ფორმულა" აუცილებლად უზრუნველყოფს წარმატების მიღწევას.

ახლა კი კონკრეტულად:

,,წარმატების ფორმულის" პირველი კომპონენტი: პროგრამაში მონაწილის მიერ ფსიქოლოგიური სიმტკიცის გამძლავრება -

ეს კომპონენტი ხელს უწყობს მოწევის შეწყვეტის პროცესის მიმართ მწეველის ფსიქოლოგიური დამოკიდებულების საგრძნობ გაზრდას; საბოლოო ჯამში, მწეველი ფსიქოლოგიურად მოწევის შეწყვეტისთვის სრულიად მზად არის, ხოლო ნიკოტინის მიმართ ფსიქოლოგიური დამოკიდებულება მინიმუმამდე ეცემა;

,,წარმატების ფორმულის" მეორე კომპონენტიმოწევის მიმართ მკვეთრად უარყოფითი ფიზიკური დამოკიდებულება -  

პროგრამის ფარგლებში მწეველი სრულად ცვლის მოწევის ტექნოლოგიას; ანუ ის აღარ ეწევა ისე, როგორც პროგრამაში ჩართვამდე ეწეოდა; ,,წარმატების ფორმულა" ხელს უწყობს სიგარეტისა და მისი კვამლის მიმართ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას; ხოლო პროგრამაში მონაწილეთა აბსოლუტურ უმრავლესობას მოწევის მიმართ ძლიერი ზიზღი უყალიბდება;

,,წარმატების ფორმულის" მესამე კომპონენტი: მოწევას შორის შუალედების ეტაპობრივი გაზრდა -

ეს კომპონენტი ითვალისწინებს ღერიდან ღერამდე მოწევის შუალედის დროში ზრდას, რაც ადვილად და ყოველგვარი გართულების გარეშე ამოქმედდება ,,წარმატების ფორმულის" პირველი და მეორე კომპონენტის ფონზე; 

,,წარმატების ფორმულას" თან ახლავს დამხმარე ყოველდღიური რეკომენდაციების ნაკრები, რომელიც ვრცელდება დღის ნებისმიერ შუალედში - გაღვიძებიდან დაძინებამდე; აღნიშნული ნაკრები ხელს უწყობს ,,წარმატების ფორმულის" ძირითადი სამი კომპონენტის ეფექტურად განხორციელებას;

საბოლოო ჯამში, მწეველი პროგრამის საშუალებით თანდათანობით ამცირებს დღეში მოწეულ ღერებს, პარალელურად ამზადებს ორგანიზმს მოწევისგან თავისუფალი ცხოვრებისთვის და რაც მთავარია ამ პროცესში ,,წარმატების ფორმულა" ყოველგვარ გართულებებს გამორიცხავს;

პროგრამის ბოლოს ან პროგრამის მიმდინარეობის შუა პერიოდში მწეველს არათუ სურვილი აღარ აქვს რომ მოწიოს, არამედ ჩამოყალიბებული აქვს მოწევის მიმართ მკვეთრად გამოხატული უარყოფითი დამოიდებულება, რაც განმტკიცებულია როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად. ​