Picture
მოწევის შეწყვეტის პროგრამა
Picture
დღეს არ მოწიოთ სიგარეტი ყოველი საათის პირველ

15
წუთში


​მაგალითად, 12:00 საათიდან 12:15 საათამდე
ეს ნიშნავს, რომ ყოველ ერთ საათში თამბაქო არ უნდა მოიხმაროთ 15 წუთის განმავლობაში
ეს დავალება უნდა შეასრულოთ დღის განმავლობაში - გაღვიძებიდან დაძინებამდე
Picture
ჩართეთ წამზომი და თვალი არ მოაშოროთ სურათს:
​- დროის დამთავრებამდე თქვენთვის, ჩუმად, გაიმეორეთ სურათზე მოცემული ტექსტი;
​- ტექსტი გაიმეორეთ შეუჩერებლად და ნელ ტემპში;
​- დღეში ერთხელ ტექსტი გაიმეორეთ სურათზე დაჟინებული მზერით;
- დღის განმავლობაში, იგივე ტექსტი გაიმეოროთ ყოველი საათის დასაწყისში; მაგალითად, 12:00 საათზე

წამზომი
05:00
Picture
Picture
Smoking Reminder
Picture
თუ 15 წუთიან შუალედში მოწევის სურვილი შეგაწუხებთ:​
Picture
დალიეთ ონკანის წყალი

- აავსეთ ჭიქა ონკანის წყლით;
​- წყალი დალიეთ ნელა, ყლუპებით, ისე, რომ წყლის დალევის პროცესი 2-3 წუთით გახანგრძლივდეს;

- შეისვენეთ 2-3 წუთი - თუ მოწევის მოთხოვნილებამ არ გადაგიარათ - იგივე წესით დალიეთ კიდევ ერთი ჭიქა წყალი.
Picture
პროგრამის მიმდინარეობის დროს
​აუცილებლად გაითვალისწინეთ​
Picture
Picture
კვება და სითხის მიღება

- იკვებეთ ჩვეულ რეჟიმში, მოერიდეთ ცხარე და მლაშე კერძებს, უპირატესობა - ბოსტნეულს;
- მაქსიმალურად შეზღუდეთ ყავის და სხვა კოფეინის შემცველი პროდუქტის მიღება. ეცადეთ ყავა ჩაანაცვლოთ წვენით, ჩაით ან წყლით;
- ტკბილეული მიირთვით ზომიერად;
- მიიღეთ რაც შეიძლება მეტი მანდარინი, ფორთოხალი ან ლიმონის ნაჭერი;
- ერიდეთ გაზიან სასმელებს, სასარგებლოა რძე. ეცადეთ დალიოთ 1 ჭიქა თბილი ან ცივი რძე ყოველ 2-3 საათში;
- ალკოჰოლური სასმელები კატეგორიულად აკრძალულია - თუნდაც მცირე დოზა;
Picture
ზოგადი რჩევები

- თუ მანქანას მართავთ - საჭესთან ჯდომის დროს დროს მუდამ გამოიყენეთ უშაქრო პიტნის შემცველი საღეჭი რეზინა;
- ერიდეთ ხალხმრავალ და მწეველების თავშეყრის ადგილებს;
​- კატეგორიულად აკრძალულია თამბაქოს სხვა პროდუქტის მიღება (მაგ. ელ. სიგარეტი, ვაპოვაიზერი, აიქოსი).
Picture
Picture
Picture