მოწევის შეწყვეტის პროგრამა
Picture
პროგრამის დაწყების თარიღი
Picture
ძლიერი მოტივაცია ამარცხებს ნიკოტინს!
თქვენს მიერ შევსებული და გამოგზავნილი განაცხადის საფუძველზე დადგინდა, რომ გაქვთ:

- ​ნიკოტინზე სუსტი დამოკიდებულების ხარისხი;
​- მოწევის შეწყვეტის საშუალო დონის მოტივაცია.
Picture
რისკის დონე
1
​(0 - რისკის გარეშე, 1 - საშუალო, 2 - ძლიერი)
​რისკის დონის განმსაზღვრელი ფაქტორი: მოწევის შეწყვეტის საშუალო დონის მოტივაცია;
​რისკს აუცილებლად გაანეიტრალებს: წარმატების ფორმულა - თქვენი მონდომება და ძლიერი მოტივაცია, ჩვენი მხრიდან - თქვენი ძლიერი მხარდაჭერა.
Picture
ნიკოტინზე სუსტი დამოკიდებულების ხარისხი არის ის პარამეტრი, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ მოწევის შეწყვეტის საქმეში, ხოლო მოწევის შეწყვეტის შემდეგ საგრძნობლად გაგიადვილებთ მიღწეული შედეგის განმტკიცებას;

​​მოწევის შეწყვეტის საშუალო მოტივაცია შესაძლოა უარყოფითად აისახოს მოწევის შეწყვეტის პროცესზე; სწორედ ამიტომ, აუცილებელია კორექტირება შეიტანოთ იმ მიზეზის ჩამოყალიბებაში, რომლის გამოც გადაწყვიტეთ მოწევის შეწყვეტა;
​უნდა გახსოვდეთ, რომ ნიკოტინს მხოლოდ ძლიერი მოტივაცია ამარცხებს!
Picture
მოწევის შეწყვეტის ძლიერი მოტივაციის შემუშავება
Picture
​- კარგად მოიფიქრეთ და ქვემოთ ველში ჩაწერეთ მოწევის შეწყვეტის ახალი, ძლიერი მოტივაცია; ჩაწერეთ ერთი წინადადებით, მაგალითად: ,,სიგარეტის შეძენა ფინანსურ პრობლემებს მიქმნის“;
​- ამის შემდეგ, დააჭირეთ ღილაკს ,,დამახსოვრება“;
​- ღილაკის ქვემოთ გამოჩნდება დამახსოვრებული ფრაზა;
​- ჩართეთ წამზომი და 5 წუთის განმავლობაში ჩუმად, თქვენთვის გაიმეორეთ დამახსოვრებული ფრაზა, ისე რომ თვალი არ მოაშოროთ;
​- იგივე გაიმეორეთ დღეს დაძინებამდე ყოველ საათში მინიმუმ ერთხელ მაინც (მაგალითად, 12:00, 13:00, 14:00 და ა.შ. საათებში), ამისთვის უნდა შემოხვიდეთ ამ გვერდზე და იგივე წესით იმეოროთ დამახსოვრებული ფრაზა.
- ყურადღება! სანამ სამოტივაციო ფრაზას ჩაწერთ აუცილებლად გაეცანით განმარტებებს. ნახეთ ქვემოთ!

ჩემი მოტივაცია მოწევის შეწყვეტისთვის


წამზომი
05:00
Picture
განმარტებები მოწევის შეწყვეტის ძლიერ მოტივაციასთან დაკავშირებით
Picture
ძლიერი მოტივაცია დაკავშირებულია შემდეგ ასპექტებთან:

- ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები;
- ფინანსური პრობლემები;
- მოწევის გამო პრობლემების შექმნა ოჯახში ან სამსახურში;
- არ მოწევის პირობა, რომელიც მიეცით თქვენ უსაყვარლეს ადამიანს;
- სიჯანსაღის აღიარება თქვენი ცხოვრების წესად;
- არ მოწევის გადაწყვეტილება, რომელიც თქვენ იდენტობას უსვავს ხაზს;
- უსიგარეტო გარემო, სადაც მწეველობის გამო ხართ ნეგატიურ ასპექტში ერთადერთი გამორჩეული.

მოწევის შეწყვეტის ძლიერი მოტივაციის მაგალითები ფრაზებში:

- ,, მაქვს ჯანმრთელობის პრობლემა, ამ მიზეზით მყარად გადავწყვიტე მოწევის შეწყვეტა“;
- ,,სიგარეტის შეძენა ფინანსურ პრობლემებს მიქმნის, ამ მიზეზით მყარად გადავწყვიტე მოწევის შეწყვეტა“;
- ,,მოწევის გამო პრობლემები მექმნება სამსახურში, ამ მიზეზით მყარად გადავწყვიტე მოწევის შეწყვეტა“;
- ,,ჩემთვის ძვირფას ადამიანს დავპირდი, რომ აღარ მოვწევ, ამ მიზეზით მყარად გადავწყვიტე მოწევის შეწყვეტა“;
- ,,მივხვდი, რომ მოწევა დიდი შეცდომაა, დროა გამოვასწორო შეცდომა. ამ მიზეზით მყარად გადავწყვიტე მოწევის შეწყვეტა“;
- ,,მოწევამ დიდი პრობლემა შემიქმნა ოჯახში, ამ მიზეზით მყარად გადავწყვიტე მოწევის შეწყვეტა“.
Picture
100% სიგანის ბლოკი
Picture
მოწევის შეწყვეტის პროგრამის ძირითადი დავალებები, რეკომენდაციები და რჩევები ხვალ იწყება;

აქედან გამომდინარე, გაქვთ ერთი დღე, რომ განამტკიცოთ მოწევის შეწყვეტის ძლიერი მოტივაცია და რაც მთავარია, მოახდინოთ თქვენში აღნიშნული მოტივაციის ფსიქოლოგიური მხარდაჭერა;

თუ ეს შეძელით, ხვალ დილას მოწევის შეწყვეტის პროგრამის დაწყებას ფსიქოლოგიურად და მორალურად ჩამოყალიბებული და გაძლიერებული დახვდებით!

გისურვებთ წარმაატებას!