ალფრედ ნობელი - შვედი ინჟინერი, ქიმიკოსი და გამომგონებელი. იგი 1833 წელს დაიბადა ცნობილი მეწარმის ოჯახში. ნობელის მშობლები დიდი ყურადღებით ზრდიდნენ შვილს და მის აღზრდასა და განათლებაზე თანაბრად ზრუნავდნენ.
ალფრედ ნობელის მამა თავად იყო ინჟინერი. მან წყალქვეშა ნაღმები გამოიგონა. იგი პოპულარული ადამიანი იყო სტოკჰოლმში და შეძლებულადაც ცხოვრობდა.
ნობელის დედა 4 ვაჟის აღზრდით იყო დაკავებული. შვილების აღზრდას იგი დიდ ყურადღებას უთმობდა.
ალფრედ ნობელმა დიდი წვლილი შეიტანა მეცნიერებაში. იგი მრავალი სამეცნიერო კვლევის ავტორი და 355 პატენტის მფლობელი იყო.
მიუხედავად ამხელა დამსახურებისა, ალფრედ ნობელი ცნობილია, როგორც დინამიტის გამომგონებელი. დინამიტის გამოგონებით და წარმოებით ნობელი ძალიან გამდიდრდა, მაგრამ მისი საქმიანობა ტრაგიკული აღმოჩნდა - ნობელის უმცროსი ძმა და რამდენიმე თანამშრომელი დაიღუპა ქარხანაში საცდელი აფეთქების დროს.
ალფრედ ნობელს ხშირად საყვედურობდნენ, რომ მან უზარმაზარი სიმდიდრე სიკვდილის იარაღის გამოგონებითა და წარმოებით დააგროვა. ნობელი კრიტიკოსებს პასუხობდა: „მე პაციფისტი ვარ. მე ადამიანებს მივეცი გამანადგურებელი იარაღი. ასე ადამიანები დარწმუნდებიან, რომ ბრძოლა უაზრობაა. ომის შემთხვევაში ორივე მხარე დაიღუპება“.
ერთხელ ერთმა უცნაურმა შეცდომამ ნობელის ცხოვრება შეცვალა. 1888 წელს ფრანგულმა გაზეთმა შეცდომით გამოაქვეყნა ცნობა ნობელის სიკვდილის შესახებ.
ცნობაში მას დინამიტის გამოგონებისთვის სასტიკად კიცხავდნენ. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ გადაწყვიტა ნობელმა თავისი ქონების საზოგადოებისათვის დატოვება.
ნობელის ანდერძი:
„მე, ალფრედ ბერნჰარდ ნობელი, ვაცხადებ ჩემს საბოლოო ანდერძს. მთელი ჩემი ქონებისგან დააარსეთ ფონდი. ამ ფონდიდან მიღებული პროცენტები გაანაწილეთ პრემიების სახით.
პრემიებს მიიღებენ ის ადამიანები, რომლებმაც ყველაზე დიდი წვლილი შეიტანეს ადამიანებისათვის სასარგებლო საქმეში.
პრემია უნდა გაიყოს ხუთ ტოლ ნაწილად:
ერთი ნაწილი მიეკუთვნება მას, ვინც ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთა ან გამოიგონა ფიზიკის დარგში;
მეორე ნაწილი – მას, ვინც განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ქიმიის დარგში;
მესამე ნაწილი ეკუთვნის მას, ვინც ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა ფიზიოლოგიის ან მედიცინის დარგში;
მეოთხე ნაწილი ეკუთვნის ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული ნაწარმოების ავტორს.
მეხუთე ნაწილი კი მშვიდობის ხელშეწყობისათვის გაიცემა.
დაბეჯითებით ვითხოვ, რომ პრემიები ყველაზე ღირსეულებმა მიიღონ. არ აქვს მნიშვნელობა, რა ეროვნებისაა ადამიანი.
ეს ანდერძი საბოლოოა და აუქმებს ყველა წინა ანდერძს, თუ რომელიმე გამოჩნდება სიკვდილის შემდეგ“.