ასეთ დასკვნამდე მივიდა საერთაშორისო ორგანიზაცია “არქტიკული საბჭო”, რომელშიც 8 ქვეყნის წამყვანი მეცნიერები არიან გაერთიანებული.

მიზეზი გლობალური დათბობაა, რომლის ტემპები იმაზე გაცილებით მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე წინათ ვარაუდობდნენ.

საბჭომ შესაბამისი ოფიციალური დოკუმენტი გაავრცელა. 

ამ დოკუმენტის მიხედვით, არქტიკის გაქრობას არც თუ ისეთი ნეგატიური მოვლენები შეიძლება მოჰყვეს, როგორც ამას ვარაუდობდნენ.

პირიქით, გაიხსნება ახალი სახომალდო ტრასები, უფრო იოლი გახდება ამ რეგიონში დაგროვილი წიაღისეულის ამოღება-დამუშავება. 

მაგალითად, არქტიკის ნავთობის საბადოები არაფრით ჩამოუვარდება ახლო აღმოსავლეთის საბადოებს. 

ყველაზე მეტად ამ მოვლენით ადგილობრივი ფლორა და ფაუნა დაზარალდება, მაგალითად, თეთრი დათვები. ისინი ან სწრაფად უნდა შეეგუონ ახალ პირობებს, ან – დაიღუპებიან. 

თუმცა, შესაძლოა, ამ რეგიონში ცხოველთა ახალი სახეობები წარმოიშვას.

გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში

გადასვლა ახალ გვერდზე