დიდი გერმანელი მწერალი, პუბლიცისტი და მთარგმნელი – არტურ ლაისტი (1852-1927 წლები), ქართული კულტურის კარგი ცოდნით გამოირჩეოდა.
იგი თავის მემუარებში, უდიდესი ქართველი მამულიშვილის ილია ჭავჭავაძის შესახებ იგონებდა:
- ჟინჟღლიანი დღე იყო, როცა ილიასთან შევედი. იგი თავის კაბინეტში იჯდა და როცა ახალი გერმანული წიგნების შესახებ საუბარს მორჩა, უცებ მითხრა:
- საინტერესო იდეა მაქვს მოთხრობისათვის. მან უნდა გადაგვიშალოს ქართველ გლეხებისა და უკანასკნელი დროის ქართველ მემამულეთა ფსიქოლოგია.
- შემდეგ, ილიამ თითქმის დაწვრილებით მომიყვა ახალი მოთხრობის - ,,ოთარაანთ ქვრივის" ფაბულა, თანაც დასძინა, უფრო უკეთესად მოვიფიქრებ რამესო;
- მისი აზრი ძალიან მომეწონა. იგი თითქოს გაგრძელება იყო მისი აზრისა ,,კაცია-ადამიანში” და ,,გლახის ნაამბობში” რომ გამოსთქვა;
- ამ მოთხრობით თქვენ დაამტკიცებთ, რომ თქვენი იდეები ქართველ ერის ზნეობრივ სიმაღლის შესახებ მეტათ მწყობრად მიმდინარეობს - ვუთხარი მე.
ილიამ შემომხედა და მითხრა:
- ჰო, პირველ მოთხრობებში მე ვიბრძოდი გლეხების ნივთიერ თავისუფლებისათვის. ამ მოთხრობაში კი მე მინდა გავლენა მოვახდინო მათ ზნეობრივ თავისუფლებაზე;
- ამის შემდეგ კი საკმაოდ საინტერესო თეზისები წარმოსთქვა ქართველი ერის ყოფაცხოვრების და მისი ზნეობრივი სისპეტაკე-პატიოსნების შესახებ.